რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ორბიტული ობსერვატორია ”როსი – RXTE”(Rossi X-ray Timing Explorer), ნასას კუთვნილებაა, მან ყველაზე პატარა ხვრელობის კანდიდატი აღმოაჩინა. ობიექტის დამახასიათებელი პულსაციაც ამ აზრის სასარგებლოდ მეტყველებს.
“გულის ფეთქვა” ან “პულსაცია”, ელექტროკარდიოგრამის მსგავსი სიგნალის გამო უწოდეს, ამჟამად ასეთი პულსაციით მხოლოდ ორი სისტემაა ცნობილი.
ხვრელობის ახალი კანდიდატის სახელია IGR J17091-3624. ის ბინარულ სისტემაში (ორმაგ) მდებარეობს, ცენტრალური ჩვეულებრივი ვარსკვლავითა და პატარა შავი ხვრელით, 3 მზის მასით. ეს პრაქტიკულად მინიმალური მასაა ხვრელისთვის. თუ უფრო მცირე აღმოჩნდა, მაშინ ხვრელების კატეგორიის კუთვნილება აღარ იქნება.
ცენტრალური ვარსკვლავიდან ამოფრქვეული გაზი, ხვრელს შემოსაზღვრავს და თავისებურ რგოლს, ე.წ. აკრეციულ დისკოს ქმნის. ამ დისკოს მოძრაობა ხვრელის გარშემო, მისი შემადგენელი გაზის მილიონობით გრადუსამდე გაცხელებასა და რენტგენის დიაპაზონში ნათებას იწვევს. ეს გამოსხივება გარკვეულ რიტმში “პულსირებს”, ხოლო ინტენსიურობა ციკლურ ხასიათს ატარებს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ “რენტგენის პულსაციის” ყველაზე სწრაფი რიტმი, მოვლენათა ჰორიზონტთან ახლოს ხდება. ეს არის საზღვარი, საიდანაც არაფერს, სინათლესაც კი არ შეუძლია თავის დაღწევა და უკან დაუბრუნებლად კოსმოსურ “უფსკრულში” იკარგება (რაც შავი ხვრელების შესახებ უნდა ვიცოდეთ).