სამი ეკზოპლანეტა
მკვლევართა ჯგუფმა ბილ კოკრანის ხელმძღვანელობით (ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერი, კეპლერის მისიის მკვლევარი) გამოიყენეს კეპლერის მიერ შეგროვილი მონაცემები და აღმოაჩინეს უჩვეულო პლანეტარული სისტემა. “კეპლერ-18b”-ს გარშემო პლანეტათა ტრიო ბრუნავს. ერთ-ერთი მათგანი “სუპერ-დედამიწის” ტიპისაა, დანარჩენი ორი კი ნეპტუნის ზომის.
ოორტის სარტყელი
კოიპერის სარტყელის მიღმა მდებარეობს ოორტის სარტყელი(Oort Cloud,ღრუბელი), რომელიც, თეორიულად, გადაჭიმულია 5 000-დან 100 000-მდე ასტრონომულ ერთეულზე (1 ა.ე.=150 000 000 კმ).
მასში მოძრაობენ ტრილიონამდე გაყინული ციური სხეულები.
ობიექტი სახელად “სედნა”, რომლის ზომა დაახლოებით პლუტონის ზომის 3/4-ია, შესაძლებელია იყოს პირველი ჯუჯა პლანეტა, რომელიც “ოორტის სარტყელში” აღმოაჩინეს.
ავტორი: ბექა მამუკაშვილი.