ობსევატორია „ჩანდრა“, რომელიც ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს NASA-ს ეკუთვნის, პიველმა შეძლო შავი ხვრელისკენ მოძრავი გავარვარებული გაზის ნაკადის გადაღება.
ასტრონომები იმედოვნებენ, რომ აღმოჩენა დაეხმარება მათ ორი უმთავრესი გამოცანის ამოხსნაში: როგორ იზრდებიან შავი ხვრელები და როგორ იქცევა ნივთიერება ხვრელების ინტენსიურ გრავიტაციულ ველში. ფოტოზე გამოსახული ზემასიური შავი ხვრელი გალაქტიკა NGC 3115-ის ცენტრში მდებარეობს.
გალაქტიკა NGC 3115 დედამიწიდან 32 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ასტრონომები ადრეც იკვლევდნენ ამ ხვრელს, ოღონდ მაშინ ხვრელისკენ მაღალი სიჩქარეებით მოძრავი გაზების ასეთი მკაფიო გამოსახულების მიღების საშუალება არ არსებობდა.
ასტრონომებმა გაარკვიეს, უახლოვდება რა ხვრელს 700 სინათლის წლის მანძილზე, გაზის ტემპერატურა მაღლა იწევს და ის იწყებს ნათებას(რა თქმა უნდა რენტგენშიც), ამასთან ერთად იგი შავი ხვრელის სიახლოვეს უფრო სქელი ხდება. კვლევის დროს გაჩნდა სხვა გამოცანა: რატომ არის ხსენებულ მანძილზე შავი ხვრელიდან გაზი ასეთი კაშკაშა, ხოლო ამ საზღვრის გადალახვის მერე, ხვრელთან კიდევ უფრო ახლოს იგი მკრთალდება.
_„ჰაბლისგან“ განსხვავებით „ჩანდრა“ კოსმოსში თავისი მსხვილი ნაწილით „იყურება“, რადგან რენტგენის სხივებისთვის ჩვეულებრივი ჩაზნექილ სარკიანი ტელესკოპი არ გამოდგება. „ჩანდრა“ ორი სხვა და სხვა ტიპის, ზემაღალი სიზუსტით გაპრიალებული, ერთმანეთში ჩასმული ოთხი პარაბოლური და ოთხი ჰიპერბოლური სარკეებისგან შედგება.
„ჩანდრამ“ შავი ხვრელისკენ მოძრავი გაზი გადაიღო
Posted by