ორგანული ნაერთების მრავალფეროვნება ერთი და იგივე ასტეროიდში, შეიძლება მნიშვნელოვნად ვარირებდეს იმ პირობების მიხედვით, რომლებშიც ეს ნაწილები თავიანთი ”ევოლუციის” განმავლობაში ყვებოდა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, გააანალიზეს რა მეტეორიტული ფრაგმენტები, რომლებიც კანადის ტბა ტაგიშში ჩაცვივდა (LiveScience).
მოზრდილი მეტეორიტი ტბის თვზე 2000 წლის 18 იანვარს აფეთქდა, მისი ნამსხვრევები აფეთქების ადგილიდან 16 კილომეტრის რადიუსზე გაიფანტა. ტბისა და მიწის ის ნაწილი, სადაც ქვები ჩამოცვივდა, დაფარული იყო ყინულით, ასე რომ მეტეორიტულ ფრაგმენტებსა და შესაბამისად მათ შემცველობაში შემავალ ნივთიერებებს ტემპერატურული დეგრადაცია არ განუცდია.
ახალი კვლევის ავტორთა ყურადღება იმან მიიქცია, რომ კანადური მეტეორიტების ფრაგმენტები ძალიან განსხვავდებოდa ერთმანეთისგან ფერით – ქვების შეფერილობა იცვლებოდა შავიდან მორუხომდე. ოთხი, განსხვავებული ფერის ფრაგმენტების ზედაპირის ქიმიური ანალიზით დადგინდა, რომ მათი შემადგენელი ორგანული ნაერთებიც ძალიან განსხვავებულია. კერძოდ, განსხვავებული აღმოჩნდა მონოკარბონატული და ამინომჟავური შემადგენელი (ეს უკანასკნელნი კი ის პატარა ”კენჭებია”, რომელთაგანაც ცილებია აწყობილი).
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მეტეორიტების ორგანული შემადგენელი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის წყალი მოხვდა მათზე ფორმირების დროს, დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის წინათ (ასტეროიდები მზის სისტემასთან ერთად ჩამოყალიბდა).
მცირე ხნის წინ, მეცნიერთა სხვა კოლექტივმა წარმოადგინა მტკიცებულება იმისა, რომ მეტეორიტებს შეეძლოთ დედამიწაზე შემოეტანათ სიცოცხლის ჩასახვისათვის საჭირო ნივთიერებები. მკვლევერებმა ანტარქტიდაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტების გაცხელებით დაადგინეს, რომ ამიაკის მნიშვნელოვანი რაოდენობა გამოიყოფა. ეს გაზი კი მაღალრეაქციულ მდგომარეობაში მყოფ აზოტს შეიცავს, აზოტი კი, თავის მხრივ, შედის დნმ-ისა და რნმ-ის შემადგენლობაში (უცხოპლანეტელი ბაქტერიები).
არქივიდან.
კოსმოსში ნაპოვნი ყველაზე რთული ორგანიკა – ანტრაცენი და ფულერენები
ნაერთის იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდა უილიამ ჰერშელის (კანარის კუნძულები) და ჰობი-ებერლის (ტეხასი) ტელესკოპების საშუალებით.
ანტრაცენის მოლეკულები ვარსკვლავ Cernis 52-ის მიმართულებით, პერსევსის თანავარსკვლავედში აღმოაჩინეს. იქამდე მანძილი 700 სინათლის წელია. ანტრაცენი შედგება ნახშირბადის ატომების სამი ჰექსაგონური რგოლისაგან, რომლებიც წყალბადის ატომებითაა შემოსაზღვრული.
სწორედ სხვადასხვა ორგანიკაა ამ ადგილიდან გამოსხივებულ ტალღებში შემჩნეული ანომალია. აქამდე ანტრაცენს მხოლოდ მეტეორიტებში ნახულობდნენ და არასოდეს ვარსკვლავთშორის სივრცეში. ეს აღმოჩენა კიდევ ერთი არგუმენტია პანსპერმიის სასარგებლოდ (დედამიწაზე სიცოცხლის კოსმოსიდან მოხვედრა). ან მისი მსგავსი თეორიების სასარგებლოდ, რომელთა მიხედვითაც სიცოცხლე, დედამიწაზე გაჩნდა, მაგრამ აქვს ღრმა კოსმოსური ფესვები პრებიოტიკული შენაერთების სახით.
ფულერენები (C60 – C70), პლანეტურ ნისლეულებში ფორმირდება და ვარსკვლავთშორის სივრცეში მიგრირებს. კოსმოსური ტელესკოპის – ”სპიცერი”, მიერ მიღებული სპექტრი სუფთაა და ლაბორატორიაში მიღებული ფულერენის სპექტრს ემთხვევა. ამასთან ერთად, ორი ტიპის ფულერენი ამ ვარსკვლავის გარშემო არსებული ნახშირბადის 3%-ს შეადგენს. საინტერესოა ნახშირბადის რა რაოდენობაა ასეთი მოლეკულის სახით მთელს სამყაროში, ეს მოლეკულა ხომ ძალიან გამძლეა გარემო პირობების მიმართ.
პანს ( ფრ.pance – ფიქრი , გონი.) სპერმ -ია.