სპირიტის მიერ ბოლოს გადაღებული პანორამა

 ეს არის უკანასკნელი, რაც მარსმავალმა სპირიტმა „სიცოცხლის“ ბოლოს დაინახა. მან სავარაუდოზე მეტ ხანს იმუშავა. თუმცა პლატო ჰოუმის კვლევის დროს შემთხვევით ქვიშაში ჩაეფლო და მთელი თავისი ენერგია ამოწურა.

(გაადიდე).

 ფოტოზე ხედავთ ე.წ. კოლუმბიის მთებს, უამრავი კლდოვანი წარმონაქმნებითა და  ფერდობებით, უცნაურ გორაკს, ნათელი მწვერვალით, სახელად ფონ ბრაუნი. ის იყო შემდგი სამიზნე სპირიტისთვის, სანამ ქვიშაში ჩაეფლობოდა. მეცნიერები თვლიან, რომ ეს ფონ ბრაუნი მარსულ ვულკანიზმთანაა დაკავშირებული. წინა კვირას, მრავალჯერადი მცდელობის მერე, ნასამ გადაწყვიტა აღარ დაკავშირებოდა სპირიტს. მარსის მეორე ნახევარსფეროში, სპირიტის ტყუპი ძმა ოპორტუნიტი აგრძელებს მუშაობას და კრატერ ინდევორისკენ მიემართება. ეს კრატერი გახდება რობოტით გამოკვლეულ კრატერებს შორის ყველაზე დიდი, თუ ყველაფერი ნორმალურად გაგრძელდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.