ფიზიკოსებმა ზემკვრივი მატერია მიიღეს

 

ტყვიის იონების შეჯახებით მიღებული ნივთიერება წარმოადგენდა კვარკ-გლიუონურ პლაზმას, რომელიც გავს დიდი აფეთქების მომენტში მყოფი მატერიის მდგომარეობას. სამყაროში ყველაზე მკვრივი მატერიის თავმოყრის ადგილები შავი ხვრელებია. მათი შემადგენელი ერთი კუბური სანტიმეტრის ზომის ნივთიერება 40 მილიარდ ტონას აიწონის.

როგორც უკვე ითქვა ასეთ მდგომარეობაში ნმატერია იყო დიდი აფეთქების პირველ მომენტებში. სიმკვრივის რეკორდი კი დამყარებულ იქნა არა სხვა რეკორდის მოსახსნელად, არამედ იმიტომ, რომ კვლევის საგანი ნივთიერების სწორედ ასეთი უცნაური მდგომარეობაა.

კოლაიდერზე ჩატარებული წინა ექსპერიმენტების დროსაც, მეცნიერებმა დაინახეს, რომ ყველაზე მკვრივი მატერია იქცევა ისე, როგორც იდეალური სითხე, პრაქტიკულად ნულის ტოლი ხახუნით. კვლევის ავტორებს მოჰყავთ ანალოგია: „წარმოიდგინეთ, რომ თქვენ კოვზით ჩაის ურევთ, შემდგეგ კი იღებთ კოვზს ჭიქიდან. დროთა განმვლობაში ჩაი ტრიალს შეწყვეტს. იდეალური სითხე კი იტრიალებს უსასრულოდ “.

დეტექტორი ALISE.

ზოგიერთი თეორიის თანახმად, კიდევ უფრო მაღალ ტემპერატურაზე კვარკ-გლიუონურ პლაზმას გაზისათვის დამახასიათებელი თვისებები ექნება. ამჟამად მეცნიერები არკვევენ, ხომ არ მოხდა უკვე ჩატარებული ექსპერიმენტის დროს რაიმე ამდაგვარი.

კოლაიდერი ჯერჯერობით ნახევარ სიმძლავრეზე მუშაობს, ამიტომ მომავალში ფიზიკოსებს ექნებათ შესძლებლობა მიიღონ კიდევ უფრო მკვრივი და უფრო ცხელი მატერია შემდგომი კვლევებისთვის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.