ოთხკუთხა წითელი ნისლეული

როგორ წარმოიქმნა ეს წითელი ოთხკუთხა ნისლეული? ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.  ცენტრში ხნიერი ორმაგი ვარსკვლავი მდებარეობს, რომელიც აიძულებს ნისლეულს ანათოს. ფორმას სქელი მტვრის გარსი განაპირობებს, რომელიც გაზებისგან შემდგარ იქსის(X) მაგვარ  კონუსურ ნაკადს ქმნის.

 რთული ასახსნელია ნისლეულის წითელი შეფერილობა. თანამედროვე თეორიების მიხედვით, ნისლეულში არსებული ნახშირწყლების მოლეკულები კონგლომერატს ქმნის, რომელიც ასეთ ფერს იღებს ხილულ დიაპაზონში. 2300 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ნისლეული ორი სხვადასხვა ტელესკოპით გადაიღეს  – ჰეილის ტელესკოპით (პალომარის მთა, კალიფორნია) და კეკ-2-ით(მაუნა-კეას მთა, ჰავაი).

ოთხკუთხედი ინფრაწითელ დიაპაზონში.

 ამ სურათში ის საკმაოდ დეტალურადაა წარმოდგენილი. რამოდენიმე მილიონი წლის მერე ცენტრში მდებარე ორი ვარსკვლავიდან ერთ-ერთს ბირთვული საწვავი გაუთავდება  და წითელი ნისლეული ამ ვარსკვლავისაგან გამობერილ კიდევ უფრო დიდ პლანეტურ ნისლეულად გადაიქცევა.

ჰეილის ტელესკოპი.

მსოფლიოში ყველაზე დიდი დიამეტრის(10მ.) სარკეებიანი ტელესკოპები მაუნა-კეას მთაზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.