დედამიწასთან სიახლოვის მიუხედავათ, მერკური მზის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე შეუსწავლელ პლანეტად რჩება. ამი სიტუაციის გამოსწორებაზეა მოწოდებული ამერიკული აპარატი Messenger-ი, რომელმაც ისტორიული მანევრი მოახდინა.
18 მარტს მესენჯერმა დამუხრუჭება დაასრულა და მერკურის ორბიტაზე გადავიდა. ტელემეტრიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დედამიწიდან 155 მილიონი კილომეტრის მანძილზე მყოფმა აპარატმა მანევრი ხარვეზების გარეშე შეასრულა.
გრძელი და მაღალი ქარაფები მხატვრის წარმოდგენით(Michael Carroll/ Johns Hopkins University).
ასე გამოიყურებიან პირველი პლანეტის ასეულობით კილომეტრიანი კლდეები( NASA/Johns Hopkins University Applied Physics Laboratory/Carnegie Institution of Washington).
ამჟამად სპეციალისტები დისტანციურად ახდენენ აპარატურის გადამოწმებას უშუალოდ პლანეტასთან ახლოს მყოფ ზონდზე. აქ მზე 11-ჯერ უფრო ელვარეა, ვიდრე მიწაზე. სპეციალურიმ კერამიკული ფარი რომ არა, აპარატურა 450 გრადუსამდე გაცხელდებოპდა. ისე კი ყველაფგერი ითახის ტემპერატურაზე მეტად არ უნდა გაცხელდეს.
თანამგზავრის ორბიტა ელიფსურია, მაქსიმალური სიახლოვისას 200 კილომეტრი, ორბიტის უშორესი წერტილი კი 15 193 კილომეტრში მდებარეობს. ეს საშუალებას იძლევა დეტალურად დავინახოთ ეს გავარვარებული უცნაური სამყარო(NASA).
„23 მარტიდან ზოგიერთი ინსტრუმენტი მუშა მდგომარეობაში გადავა, ხოლო 4 აპრილიდან დაიწყება კვლევითი ფაზა“ – აცხადებენ ჯონ ჰოპკინსის სახელობის ფიზიკის უნივერსიტეტის ინჟინრები, სწორედ აქ არის განთავსებული Messenger-ის მართვის ცენტრი.
Messenger-ი პირველად არ იკვლევს მერკურის. ორბიტაზე გასვლამდე მან სამჯერ გამოიკვლია ეს პლანეტა, სხვადასხვა მანძილებიდან, გრავიტაციული მანევრების შესრულების დროს. ამჟამად ის არის პირველი აპარატი, რომელიც მერკურის ორბიტაზე გავიდა. აქამდე მერკურისთან ახლოს ორჯერ ჩაიფრინა „მარინერ-10“-მა 1974-75 წლებში, თუმცა ტრაექტორიული მანევრების შესრულების დროს და არა ორბიტაზე გასვლით.
Messenger-ს უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ მისი დათვალიერება ახლა ყველას შეუძლია Google Earth-ის საშუალებით.
გეგმის მიხედვით მესენჯერი 3 წელი იმუშავებს. ამ დროის განმავლობაში მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამოხსნიან მზესთან უახლოესი პლანეტის ზოგიერთ საიდუმლოს.