როგორც სრულფასოვანი ვარსკვლავები, ყავისფერი ჯუჯებიც გაზური ღრუბლების კოლაფსით ფორმირდებიან (ერთ ადგილზე შეგროვება და შეკუმშვა), თუმცა ისინი თერმობირთვული რეაქციების დიდხანს შენარჩუნებას ვერ ახერხებენ, არასაკმარისი მასის გამო.
ამის მაგივრად, გარკვეული დროის განმავლობში წითლად ანათებენ და შემდეგ კი ცივი და შეუმჩნეველნი ხდებიან. მიუხედავად ამისა, ყველაზე ცივ ყავისფერ ჯუჯასაც კი შეუძლია ფერფლად აქციოს მასთან მიახლოებული ნებისმიერი ობიექტი.
ქევინ ლუმანმა იუნივერსიტიპარკიდან(პენსილვანია) და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს ნასას ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე კოსმოსური ტელესკოპი „სპიცერი“ უცივესი ყავისფერი ჯუჯას აღმოსაჩენად, რომლის ტემპერატურა სულ რაღაც 30° C გრადუსია ცელსიუსით.
ობიექტი, რომელიც თეთრ ჯუჯას გარშემო ბრუნავს და დედამიწიდან 63 სინათლის წლითაა დაშორებული, რამოდენიმეჯერ მძიმეა იუპიტერზე. ასეთი მასის ობიექტებს ჩვეულებრივ, პლანეტებად თვლიან. თუმცა პლანეტები ფორმირდებიან გაზისა და მტვრისგან, რომელიც ვარსკვლავის გარშემოა თავმოყრილი. ხსენებული ყავისფერი ჯუჯა (WD 0806-661) კი თავისი ვარსკვლავიდან 2500-ჯერ შორსაა, ვიდრე დედამიწა მზიდან.
WD 0806-661 იუპიტერზე ცხელია, ამ უკანასკნელის ტემპერატურაა -149 ° С. და აქამდე ცნობილ ყველაზე ცივ(100 ° C) ყავისფერ ჯუჯაზე კიდევ უფრო ცივია 30° C.