1,4 მილიარდი პიკსელიანი კამერით აღჭურვილი ტელესკოპი 2007 წლიდან მუშაობს. მრავალრიცხოვანი გამოცდების, მათ შორის შორეულ ობიექტებზე დაკვირვებებიც, მერე PS1 მხოლოდ ასტეროიდების აღმოჩენაზე დაიწყებს მუშაობას. ყოველ ღამე გადაღებული ხუთასი, 36 სავსე მთვარის ზომის, მაღალი გარჩევადობის სურათები სუპერკომპიუტერს ღამეში 4 ტერაბაიტზე მეტ მონაცემს მიაწვდის. კომპიუტერები გამოაცალკევებენ ობიექტებს, რომლებიც ღამიდან ღამემდე იცვლიან მდებარეობას ან ადგილს. უახლოეს 3 წელიწადში PS1 აღმოაჩენს 100 ათასამდე ასტეროიდს და დაადგენს მათ ორბიტებს. ამასთან ერთად შედგება კატალოგი 5 მილიარდ ვარსკვლავზე და 500 მილიონ გალაქტიკაზე. ასტრონომები ელიან აპარატით კომეტებისა და ტრანსნეპტუნური ობიექტების სიის მნიშვნელოვან შევსებასაც.