სატურნი

მასა: 95 დედამიწის მასა(5,7•1026კგ); დიამეტრი: 120 536 კმ; სიმკვრივე: 0,687 გ/სმ3;

ხილული ზედაპირის ტემპერატურა: -190° С; ღერძის გარშემო ერთი სრული ბრუნი: 10 საათი 23 წუთი; საშუალო მანძილი მზემდე: 9,58 ა.ე.(1430 მლნ. კმ); მზის გარშემო სრული ბრუნი: 29,46 წელი; ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე: 9,69 კმ/წმ; ღერძის დახრილობა: 26,73°; თავისუფალი ვარდნის აჩქარება: 10,44 მ/წმ2; მეორე კოსმოსური სიჩქარე: 35,5 კმ/წმ; ალბედო: 0,5;  ტრიალის მიმართულება: სწორი; დედამიწიდან დაშორება: 1280 მლნ-დან 1660 მლნ. კმ-მდე.

 (მეორე სურათზე, სატურნი ზუსტად მზესა და ავტომატურ კოსმოსურ თანამგზავრ “კასინის” შორის არის მოქცეული).

სატურნი ყველაზე ლამაზი პლანეტაა პლანეტებს შორის, რაც სატურნის რგოლების დამსახურებაა. როგორც იუპიტერი ისიც გაზის გიგანტური გროვაა, ერთად-ერთი პლანეტა მზის სისტემაში, რომელსაც წყალზე დაბალი სიმკვრივე აქვს ρ = 0,70 გ/სმ3. ეკვატორული ნაწილები პოლარულ ნაწილებზე 26 წუთით ადრე აკეთებს სრულ ბრუნს ღერძის გარშემო, ამის გამო პოლუსები შებრტყელებულია. სატურნი მყარი სფერო არაა, არამედ გაზია, ამიტომაც ხდება მისი ნაწილების არაერთგვაროვანი გადაადგილება.
სატურნის რგოლები ათასობით პატარა ყინულისა და ქვების გროვებისაგან შედგება.

აქვს სამი ძირითადი რგოლი A,B და C, ისინი თავის მხრივ მეტ უფრო სუსტ რგოლებად იყოფა. რგოლების სიგანე 273 ათას კილომეტრამდეა, სისქე კი რამდენიმე ათეული მეტრი. აღნაგობით იუპიტერის მსგავსია, თუმცა არა აქვს მუქი მკვეთრად გამოყოფილი ფენები, სიმუქე უფრო ეკვატორთან ახლო ნაწილებშია. რგოლების წარმოშობის მიზეზი ბოლომდე გაურკვეველია(ურანზეც), შეიძლება ეს იყოს ბუნებრივი თანამგზავრების ნაშალი ნაწილები.

აქვს 45-ზე მეტი ბუნებრივი თანამგზავრი. ტიტანი ზომით მეორეა, იუპიტერის განიმედის შემდეგ.

პლანეტების თანამგზავრებიდან, მხოლოდ ტიტანს აქვს სქელი ატმოსფერო. მოდის მეთანის წვიმები. მეცნიერებს ეგონათ, რომ იყო მეთანის თხევადი ტბები, თუმაცა რადარით გაკეთებულმა ანალიზმმა აჩვენა რომ ეს ას მეტრიანი სისქის და ათასობით კილომეტრიანი სიგრძის ქვიშის დიუნებია.

დიუნები ძლიერი ქარებისგან ჩნდება, ტიტანი კი ძალიან ცოტა სითბოს იღებს მზისგან, ქარების მთავარი მამოძრავებელი ძალისაგან. ასე რომ ქარიშხლების წარმოშობის მექანიზმი კვლევის საგანია. ჩანს ბნელი და ნათელი ადგილები. საიდანაც კარგად აირეკლება სინათლე, ეს გაყინული წყლის არსებობაზე შეიძლება მიუთითებს. ავტომატურ კოსმოსურ თანამგზავრ “კასინიდან” ზედაპირზე ჩაშვებულ იქნა ზონდი “ჰიუიგენსი”, მან სამი საათი იმუშავა ქვიშიან, ბნელსა და გაყინულ გარემოში.

 იდეა ტბების შესახებ მაინც არსებობს, იდეა ნახშირწყალბადის ტბებზე. ქვედა სურათზე ბნელი ადგილი ძალიან ცუდათ აირეკლავს რადარის სხივს, ასე რომ ეს შეიძლება სითხეა(ტიტანისეული ტბის უჩვეულო დეტალი გაქრა).

 ენცელადედან გეიზერები ამოიფრქვევა, დედამიწის გეიზერებისგან განსხვავებით, ეს გაყინული სითხის ჭავლებია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამოფრქვევა ზედაპირთან ახლოს მდებარე რეზერვუარებიდან ხდება, სადაც წყლის ტემპერატურა 0 გრადუსია(273 კელვინი). ასეთ ტემპერატურაზე წყალი შედარებით ცხელია -200 გრადუსიან(73 კელვინი) გაყინულ ზედაპირთან შედარებით. ასეთი სხვაობა იწვევს ზედაპირზე წყლის სწრაფ ამოსვლას. სატურნის E რგოლი შესაძლებელია ამ ჭავლებმა წარმოქმნა.

ელენე, 30 კილომეტრიანი გაყინული თანამგზავრი. კასინიმ იგი ორი დედამიწის რადიუსის ხელა მანძილიდან გადაიღო. კამერამ კრატერებთან, მაღლობებთან და ღარებთან  ერთად უცნაურად პრიალა ადგილები დააფიქსირა. ელენა 4 ცნობილი თანამგზავრიდან ერთ-ერთია, რომელიც გრავიტაციულ “ორმოში” მოძრაობს პლანეტის გარშემო, ე.წ. ლაგრანჟის სტაბილურ წერტილში(ადგილი სადაც მზისა და პლანეტის მიზიდულობის ძალა გაწონასწორებულია).

 იაფეტის ზედაპირზე, როგორც მარჯვენა მხარეს ჩანს, შავი ნივთიერება სატურნის რგოლიდან ილექება.

 

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.