“ჯეიმს ვების” მიერ ინფრაწითელ დიაპაზონში გადაღებული იუპიტერის ეს მაღალი გარჩევადობის ფოტო, საკმაოიდ საინტერესო დეტალებს ასახავს. მაგალითად, განსხვავებას ზედა ფენებში მდებარე ელვარე ღრუბლებსა, დიდი წითელი ლაქის ჩათვლით, და ქვემოთ მდებარე ბნელ ღრუბლებს შორის (“ჯუნო”: ფრენა განიმედესა და იუპიტერის თავზე). კარგად ჩანს იუპიტერის მტვროვანი რგოლები, კაშკაშა ციალი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროში, თანამგზავრები ამალთეა და ადრასთეა. სამხრეთ ციალში ასევე ჩანს დამუხტული ნაწილაკების მაგნიტური ნაკადი, რომელსაც იოს დიდი ვულკანი წარმოქმნის. ზოგიერთი ობიექტი იმდენად ელვარეა, რომ ტელესკოპის ოპტიკაში საკმაოდ თვალშისაცემი დიფრაქციული ზოლები წარმოქმნება. “ჯეიმს ვები“, დედამიწასთან ახლოს მოძრაობს მზის გარშემო, აქვს ექვსმეტრიანი სარკე, რაც მას ორბიტაზე ოდესმე გაშვებულ უდიდეს ასტრონომიულ ტელესკოპად აქცევვს, სინათლის შემგროვებელი გაცილებით მეტი ფართობით, ვიდრე “ჰაბლს” აქვს.