როგორ ჩნდებიან ვარსკვლავები დაპლანეტები? პროტოპლანეტური სისტემის, ჰერბიგ-ჰარო 30-ის შესწავლა ტელესკოპებით, “ჯეიმს ვები” და “ჰაბლი“, რადიოტელესკოპთა მასივთან ერთად – ALMA, ამ შეკითხვაზე პასუხის მიღებაში გვეხმარება. დაკვირვებებით დადგინდა, რომ მტვრის დიდი ნაწილაკების კონცენტრაცია დისკოს ცენტარლურ ნაწილშია მაღალი, სადაც პლანეტების ფორმირება შეიძლება მოხდეს. ნაწილაკების ნაკადები (“ჯეტი”), რომლებიც ნაჩვენებია წითლად, ვერტიკალურად ამოიტყორცნება, ხოლო მტვრით მდიდარი მუქი დისკო, სისტემის ცენტრზე გადის და ვარსკვლავის, ან ამავე ღრუბელში ფორმირების პროცესში მყოფი ვარსკვლავების სინათლეს ფარავს. ცისფერი ნათების ანარეკლი მტვრიდან, ცენტრალური დისკოს ზედა და ქვედა ნაწილთან, პარაბოლური რკალების სახით ჩანს. ჯერჯერობით უცნობია, რატომ გაჩნდა კუდის ფორმის სტრუქტურა ქვედა, მარცხენა ნაწილში. HH-30 სისტემაში პლანეტების ფორმირების შესწავლა, ასტრონომებს დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ, როგორ წარმოიქმნა, ოდესღაც, ჩვენი მზის სისტემის პლანეტები, მათ შორის, ჩვენი დედამიწა (ჰიპოთეზა გაზისა და მტვრის დისკოს შესახებ; ჰერბიგ-ჰაროს ტიპის ობიექტები).
