ეს უჩეულო რგოლები, ალბათ, სამგანზომილებიანი, მტვრით მდიდარი გარსების პროექციაა სიბრტყეზე, რომელთა ბუნება ახლაც კვლევის საგნად რჩება. ეს სტრუქტურა ორმაგი ვარსკვლავური სისტემის წარმოქმნილია, რომლეშიც ვოლფ-რაიეს ვარსკვლავი, WR 140 დომინირებს. ამ ტიპის მასიური და ელვარე ვარსკვლავები, თავიანთი მძლავრი ქარებით გამოირჩევა (როგორ კვდებიან ვარსკვლავები). მათში წარმოიქმნება და კოსმოსში გამოიტყორცნება ისეთი მძიმე ელემენტები, როგორიც არის ნახშირბადი, სწორედ ეს ელემნტი ჭარბობს ვარსკვლავურ მტვერში (როგორ გაჩნდა ქიმიური ელემენტები?). ამ სისტემის მეორე ვარსკვლავი, ასევე მასიური და კაშკაშა მნათობია, თუმცა არა ასეთი აქტიური. ორი უზარმაზარი ვარსკვლავი წაგრძელებული ორბიტებით ბრუნავს ერთმანეთის გარშემო და ყოველ 8 წელიწადში უახლოვდება ერთმანეთს. ყველაზე მჭირდო მიახლოების პერიოდებში, სისტემის რენტგენის გამოსხივება ძლიერდება, მტვრის გამოფრქვევაც ინტენსიური ხდება და კიდევ ერთი რგოლი ფორმირდება. “ჯეიმს ვების” მიერ ინფრაწითელ დიაპაზონში გადაღებულ გამოსახულებაზე, აქამდე უცნობი სხვა მტვროვანი გარსებიც აღიბეჭდა. მიმდევრობით მიღებული კადრები ამ გარსების გაფართოებას გვიჩვენებს (ვარსკვლავური სისტემა WR 104, საფრთხე კოსმოსიდან).
მტვრის რგოლები WR 140-ის გარშემო “ჯეიმს ვებისგან”
Posted by