ახალი ხომალდი, რომელიც ადამიანებს მთვარისკენ წაიყვანს

 1972 წლის შემდეგ პირველად,  NASA-ს ხომალდი  Orion, ასტრონავტებს დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისკენ წაიყვანს.  მისი პირველი უპილოტო გაფრენა პროგრამის  Artemis 1 მისსიის ფარლებში 2022 წლის ბოლოს განხორციელდა. ამჯერად დაგეგმილი მისსია Artemis 2 კი ასტრონავრების მთვარის ორბიტაზე გაყვანას ითვალისწინებს.

 NASA-ს მთვარის ხომალდი Orion, რომელიც 30-ტონიან ამწეკრანს უჭირავს (NASA/RADISLAV SINYAK).

 2024 წლის ივნისის ბოლოს ხომალდი შესამოწმებლად ნილ არმსტრონგის სახელობის მართვისა და ტესტირების განყოფილებაში გადაიტანეს, რომელიც NASA-ს კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში, ფლორიდაში მდებარეობს.

 მისსია Artemis 2, რომელიც ათდღიან სატესტო ფრენას ითვალისწინებს, 2026 წლის სექტემბერში იგეგმება. ხომალდს და ასტრონავტებს ორბიტაზე კოსმოსური სტარტების სისტემების რაკეტა (SLS – Space Launch System rocket) გაიყვანს, რომლის გაწევის სიმძლავრე 2000 ტონას შეადგენს.

საბაზო საფეხური

 SLS რაკეტის საბაზო საფეხულის სიგრძე 65 მეტრს აღწევს, მისი ორი ბაკი 2775000 ლიტრ საწვავს იტევს, რასაც ოთხ უმძლავრეს  RS-25 ძრავს მიაწვდის. საბაზო საფეხური ნიუ ორლეანშია აწყობილი, მას კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში ტივის მეშვეობით ჩაიტანენ.

SLS (კოსმოსური სტარტების სისტემა) რაკეტის პირველი (საბაზო) საფეხური, რომელიცNASA-ს Artemis 2 მისსიის ფარგლებში მთვარის ორბიტაზე გაიყვანს ოთხ ასტრონავტს (NASA/ ERIC BORDELON).

მზის დაბნელება

 Artemis 2 მისსიის ასტრონავტები მთვარეზე არ დაეშვებიან, რადგან ამ ფრენის მთავარი დანიშნულება ხომალდის Orion სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემების საიმედოობის შემოწმებაა. ისევე, როგორც 1968 წლის მისსიის – Apollo 8 შემთხვევაში, ხომალდი მთვარეს მხოლოდ შემოუვლის, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ავტომატური მანევრის დროს ის მთვარის უკანა მხარეს 5700 კმ მანძილზე ჩაუვლის. დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ  Orion წყნარ ოკეანეში ჩავარდება.

 Artemis 2-ის ეკიპაჟი – NASA-ს ასტრონავტები: ვიქტორ გლოვერი, რეიდ ვაისმანი და კრისტინა კოხი; კანადის კოსმოსური სააგენტოს (CSA – Canadian Space Agency) ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი „მთვარის ხის“ დარგვის ცერემონიაზე, რომელიც ვაშინგტონის კაპიტოლში 2024 წლის 4 ივნისს გაიმართა. ასტრონავტებმა დარგეს ამერიკული ამბრის ხე, რომლის თესლიც Artemis I მისსიის დროს ხომალდზე განთავსდებოდა (NASA/ობრი გემინიონი).

ეკიპაჟის მომზადება

 ახლახანს გამოცხადდა, რომ Artemis 2 მისსიის ეკიპაჟის ოთხ წევრს მეხუთე სათადარიგოც დაემატება – NASA-ს  ასტრონავტი ანდრე დუგლასი; იგი წვრთნაში ძირითად წევრებთან ერთად ჩაერთვება. ესენია  NASA-ს ასტრონავტები: რეის ვაისმანი, ვიქტორ გლოვერი და ქრისტინა კოხი, და კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი  ჯერემი ჰანსენი.  ჰანსენის სათადარიგოა ჯენნი გიბონსი.

 მომდევნო მისსიის  Artemis 3 ფარგლებში ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე დაეშვებიან, პირველად, 1972 წელს მთვარის ბოლო ხომალდის – Apollo 17 შემდეგ.

ეს სურათი 2022 წლის Artemis I მისიის დროს ხომალდ Orion-ზე, მზის პანელების უკან განთავსებულმა ციფრულმა კამერამ გადაიღო, როდესაც ის დედამიწიდან 92000 კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა NASA).

გასეირნება მთვარეზე

 Artemis 3 მისსიის დროს ორი ასტრონავტი მთვარის ზედაპირზე დაეშვება. დამშვებ მოდულზე კომპანია SpaceX მუშაობს,  სამიზნე ადგილმდებარეობა კი მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს განთავსებული კრატერი „შეკლტონია“. ამ ორი ასტრონავტის ვინაობა ჯერ უცნობია, თუმცა, როგირც NASA აცხადებს, ერთ-ერთი ქალი იქნება და ერთი ფერადკანიანი.

 2024 წლის მაისში მთვარეზე გადასვლის სიმულაციური წვრთნები გაიმართა,  რომელშიც დუგლასი და  NASA-ს ასტრონავტი ქეით რობინსი მონაწილეობდნენ. მთვარის მსგავსი ზედაპირის იმიტაციისთვის სან-ფრანცისკოს ვულკანური ველი იყო შერჩეული.

 Artemis მისსიები 2030 წლის შემდეგ ყოველწლიურად განხორციელდება, Artemis 5, 6 და ასევე 7 თუ 8 და ა.შ. მთვარეზე სულ უფრო მეტ ასტრონავს წაიყვანს, რომლებიც სხვადასხვა  სამუშაოს შეასრულებენ.

იხილეთ ასევე: CAPSTONE წყარო: forbes.com.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.