ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოავლინა ნიშნები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ეგზოპლანეტაზე თხევადი წყლის არსებობის დასადგენად (Nature Astronomy).
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ დედამიწის მსგავსი პლანეტის ატმოსფეროში იმავე სისტემის სხვა პლანეტებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები ნახშირორჟანგია, ეს შეიძლება იყოს ამ პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობის ნიშანი. მაგალითად, მზის სისტემაში, დედამიწის ატმოსფერო ნაკლებ ნახშირორჟანგს შეიცავს, ვიდრე ვენერასა და მარსის ატმოსფეროები, რაც წყლის წრებრუნვით არის გამოწვეული, რომელიც აირების ამ გარსს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს აშორებს.
ასობით მილიონი წლის განმავლობაში, დედამიწის ოკეანეები უზარმაზარი რაოდენობით ნახშირორჟანგს შთანთქავდა, თითქმის იგივეს, რამდენიც დღეს ვენერას ატმოსფეროში რჩება. პლანეტური მასშტაბის ეფექტმა, ცოცხალი ორგანიზმების არსებობისთვის თავსებადი გახადა დედამიწა (არქტიკული ყინულები დედამიწას ათბობს).
გარდა ამისა, ავტორებმა აღნიშნეს, რომ სიცოცხლის არსებობისთვის შესაფერისი პირობების კიდევ ერთი ნიშანია ოზონის ფენაც. დედამიწაზე, მცენარეები შთანთქავენ ნახშირორჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს, რომელიც სტრატოსფეროში ფოტოქიმიურ რეაქციას განიცდის და ოზონად გარდაიქმნება. ეგზოპლანეტებზე დაკვირვებისას ოზონის აღმოჩენა უფრო ადვილია, ვიდრე თვითონ ჟანგბადისა.
მეცნიერთა ამ ჯგუფის შეფასებით, ჯეიმს ვების (ჯეიმს ედვინ ვები და NASA) სახელობის კოსმოსურ ტელესკოპს, ახლომდებარე მრავალპლანეტურ სისტემებში, ნახშირორჟანგის და ოზონის აღმოჩენა შუძლია (სპექტრული ანალიზი), მაგალითად, როგორიცაა TRAPPIST-1, დედამიწიდან 40 სინათლის წლის მანძილზე მდებარე შვიდი პლანეტისგან შემდგარი სისტემა (ეგზოპლანეტები).
მერე, აღმოაჩინეს სადმე ეს ოზონი?