“სტარფიშ პრაიმი” (Starfish Prime) იყო აშშ-ს ერთ-ერთი პროექტი, კოსმოსურ სივრცეში ატომური აფეთქებით გამოწვეული ზემოქმედებების შესასწავლად, ნაწილი ატომური აფეთქებების სერიისა (36) პროგრამის ჩარჩოებში “დომინიკი”, რომლებიც 1962 წლის 25 აპრილიდან, 4 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა.
რაკეტა “ტორით” გაშვებული თერმობირთვული ქობინი W49, სიმძლავრით 1,4 მეგატონა, წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ ჯონსტონის თავზე, 400 კილომეტრის სიმაღლეზე აფეთქდა. სწორედ ამ სიმაღლეზე მოძრაობს ახლა საერთაშორისო კოსმოსური სადგური (თერმობირთვული რეაქცია – ვარსკვლავების ენერგიის წყარო).
ადამიანის მიერ განხორციელებული ეს ყველაზე მაღლივი აფეთქება აქამდე მომხდარ არცერთ აფეთქებას არ ჰგავდა. არ წარმოიქმნა ყველსათვის ნაცნობი ბირთვული სოკო. აფეთქებით გენერირებული მაგნიტური იმპულსი ნავრაუდევზე ძლიერი აღმოჩნდა, რამაც გამზომი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა და ძვირფასი მონაცემების დაკარგვა გამოიწვია.
აფეთქების წერტილიდან 1 300 კილომეტრში მდებარე ჰავაის კუნძულებიდან უჩვეულო ნათება დაიმზირებოდა, რომელიც ცისარტყელას ყველა ფერებით ელვრებდა. მაგნიტურმა იმპულსმა გარე განათება, სატელეფონო და საკაბელო ხაზები დააზიანა. წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილი ხელოვნურმა პოლარულმა ციალმა გაანათა, რამდენიმე საათით გაწყდა რადიოკავშირი, იონოსფეროში წარმოქმნილი შეშფოთებების გამო. მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, ექსპერიმენტის ზოგიერთმა მონაწილემ არ გაიკეთა ჩამაბნელებელი სათვალეები და პრაქტიკულად სრულიად დაკარგა მხედველობა. აფეთქებამ მანამდე დააზიანა თვალის ბადურა, სანამ დახამხამების რეფლექსი გაჩნდებოდა. მხედველობის აღდგენა მხოლოდ რამდენიმე თვიანი მკურნალობის შემდეგ მოხერხდა, ისიც ნაწილობრივ. გაირკვა, რომ ციალი ჩნდებოდა მაგნიტური ველის ძალწირების საწინააღმდეგო ბოლოებთან. “სტარფიშ პრაიმის” აფეთქებამ ხელოვნური რადიაციული სარტყელი გააჩინა, რომელიც რამდენიმე თვე მოძრაობდა დედამიწის გარშემო და მასში მოხვედრილი თანამგზავრები დააზიანი. ჯამში, ამ სარტყელმა დაახლოებით ხუთი წელი იარსება (ეს ფარი ”მკვლელი” ელექტრონებისგან გვიცავს).
წინა საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში, მსგავსი აფეთქებები განახორციელა სსრკ-მაც, რომლის შესახებ ინფორმაციის მეტი ნაწილი ახლაც გასაიდუმლოებულია. ყველა აფეთქება ყაზახეთის სსრ-ის ტერიტირიაზე დღის საათებში მოხდა, ღრუბლიან და ნისლიან ამინდში, ელვარე ანთების ჩასახშობად, ამიტომ მოსახლეობას არც აფეთქება დაუნახავს და არც პოლარული ციალის მსგავსი ნათება (რა ააფეთქა ჩრდილოეთ კორეამ?).