ქალწულის თანავარსკვლავედში მდებარე ორი გალაქტიკა ომისთვის ემზადება, ეს კი შემთხევვის ადგილის ფოტოა (“ჰაბლი”). გალაქტიკები (სამყაროც), ძირითადად, სიცარიელისგან შედგება, ამიტომ ასეთი შეჯახებების დროს, მათ შემადგენელ ვარსკვლავებს უჩვეულო არაფერი ემართება. ერთი გალაქტიკის მიზიდულობის ძალამ, მეორე გალაქტიკა შეიძლება გახლიჩოს, ხოლო ორივესთვის საერთო გაზი და მტვერი მართლაც ეჯახება ერთმანეთს. ერთ უზარმაზარ ზემასიურ შავ ხვრელად გაერთიანდება მათი ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელებიც. უზარმაზარი მანძილების გამო, პროცესი ისე მიმდინარეობს, თითქოს შენელებულ ვიდეოს ვუყურებთ, რომელიც რამდენიმე ასეული მილიონი წელი გრძელდება. ამ ორი დიდი სპირალური გალაქტიკის გარდა, ჩანს გაცილებით პატარა მესამე გალაქტიკაც. Arp 274-ის სახელით ცნობილი სისტემის ზომა 200 ათასი სინათლის წელია (რა არის სინათლის წელი?), იქამდე მანძილი კი 400 მილიონი სინათლის წელი (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).
სპირალური გალაქტიკების შეჯახება Arp 274
Posted by