კოსმოსის ამ გამოცანას “უცნაური რადიო-რგოლები” შეარქვეს (Odd Radio Circles – ORCs). ORC-1-ის ტიპის ობიექტებს სულ რაღაც ხუთი წარმონაქმნი მიეკუთვნება და მათი დანახვა მხოლოდ რადიო დიაპაზონშია შესაძლებელი. აღმოჩენა კი შემთხვევით მოხდა, 2019 წელს, რადიოტელესკოპების მასივით SKA Pathfinder (ავსტრალია). ამ ვიდეოში ბოლოსკენ წარმოდგენილი კადრები, გადაიღო გარჩევადობის მეტი შესაძლებლობის მქონე რადიოტელესკოპმა MeerKAT (სამხ. აფრიკა), 2021 წელს. ფირუზის ფერით ნაჩვენები რადიომონაცემები გაერთიანებულია ოპტიკურ და ინფრაწითელ დიაპაზონში მიღებულ გამოსახულებებთან, რომლებიც ბნელი ენერგიის მკვლევარმა ტელესკოპმა გადაიღო.
ეს ანიმაცია, რადიო-რგოლების ფორმირების ამხსნელი ერთ-ერთი ჰიპოთეზის დემონსტრირებას ახდენს. თუ გალაქტიკის ცენტრში ორი ზემასიური შავი ხვრელი ერთმანეთს უერთდება, წარმოქმნილი დარტყმითი ტალღები რადიო-რგოლების ფორმირებას მოახდენს. თავიდან, რგოლები ფართოვდება და კადრს ავსებს, შემდეგ კი ვიდეოს მასშტაბი მცირდება, რათა რადიო-რგოლების გაფართოებას ერთი მილიონი სინათლის წლის ზომამდე გაზრდას ვადევნოთ თვალი. მოსალოდნელია, რომ SKA-ს ყველა ანტენის ერთად ამუშავების მერე, ამ და სხვა შესაძლო ჰიპოთეზების შემოწმება მოხერხდება (მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ).