ვეშაპის თანავარსკვლავედში, ჩვენიდან 65 მილიონი სინათლის წლის მანძილზე (20 მგპს) მდებარე უჩვეულო და ძალიან მკრთალი გალაქტიკა NGC 1052-DF2, ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის ზომისაა, ვარსკვლავების რაოდენობით კი ნამდვილად ვერ შეედრება მას. 2018 წელს, ამ გალაქტიკის ბრუნვის გრაფიკული მრუდის ანალიზით დადგინდა, რომ მისი ცენტრის გარშემო მოძრავი ვარსკვლავების სიჩქარეები, ხილული მატერიის მასას (ძირითადად, ვარსკვლავური) სრულად შეესაბამება. გამოდის, რომ ბნელი მატერიისთვის “ადგილი” იქ თითქმის აღარ არის. აღსანიშნავია, რომ ამ დასკვნის სისწორე გალაქტკამდე ზუსტი მანძილის ცოდნაზეა დამოკიდებული, რადგან მკვლევართა სხვადასხვა ჯგუფება ამ მონაცემის განსხვავებული მნიშვნელობები მიიღეს. ახლახანს გამოქვეყნებულ სტატიაში, NGC 1052-DF2-მდე მანძილი ძალიან ზუსტი და ნატიფი მეთოდით არის დადგენილი – დიაგრამაზე წითელი გიგანტი ვარსკვლავების შტოს ზედა ნაწილის მიხედვით (ჰერცშპრუნგ-რასელის ვარსკვლავური დიაგრამა). ამ გალაქტიკაში ცალკეული წითელი გიგანტების შესახებ მონაცემები რომ მიეღოთ, კოსმოსური ტელესკოპი “ჰაბლი” ერთი დღე-ღამე იქნა გამოყენებული. გაირკვა, რომ გალაქტიკამდე მანძილი აქამდე გაზომილზე მეტია: 71,7 მილიონი სინათლის წელი (22,1 მგპს), ანუ მასში ბნელი მატერიის რაოდენობა კიდევ უფრო მცირეა. ერთ გალაქტიკაში ამ ბნელი სუბსტანციის პრაქტიკულად სრული არ არსებობა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზოგადად, ბნელი მატერიის ნამდვილად არსებობის მტკიცებულება შეიძლება იყოს. ხოლო მისი სრული არ არსებობის შესახებ მტკიცებულების მიღება, გრავიტაციის ბუნებაზე ჩვენი წარმოდგენების გადახედვას გვაიძულებს (ბნელი მატერია სამყაროს ”ბავშვობის დროინდელ” ფოტოზე).
გალაქტიკა NGC 1052-DF2-ში ბნელი მატერია თითქმის არ არის
Posted by