რატომ არის ამდენი გაელვება იუპიტერზე პოლუსებთან ახლოს? დედამიწის მსგავსად, მზის სისტემის გიგანტზეც ხდება პოლარული ნათება და ჭექაქუხილი. თუმცა, იუპიტერზე, ელვები პოლუსებთან ახლოს დაიმზირება, დედამიწაზე კი მათი კაშკაშა ნათებები, ძირითადად, ეკვატორთან არის კონცენტრირებული. ამ განსხვავების მექანიზმში გასარკვევად, ნასას კოსმოსურმა აპარატმა “ჯუნო”, რომელიც ახლა იუპიტერის გარშემო მოძრაობს, მრავალრიცხოვან პოლარულ ნათებებზე და ელვებზე მოახდინა დაკვირვება. ეს გამოსახულება მიღებულია 2018 წლის 21 მარტს, ვარსკვლავებით საორენტაციო კამერით. მასზე აღბეჭდილია ჩრდილოეთის პოლარული ნათებების ოვალი, რამდენიმე ელვარე წერტილი და ზოლები. ჩანართში კი პოლარული ნათება და გაელვება ერთად. დედამიწაზე, რომელიც გაცილებით ახლოსაა მზესთან, ატმოსფეროს ეკვატორული ნაწილი დანარჩენზე უკეთ თბება, რაც ატმოსფერულ ტურბულენციას იწვევს, ეს თავის მხრივ, ქარიშხლებისა და ჭექაქუხილს გაჩენის მიზეზი ხდება. იუპიტერზე კი ატმოსფეროს გათბობა შიგნიდან ხდება, ამიტომ წამოყენებული იქნა ჰიპოთეზა, რომ შედარებით მეტი რაოდენობით მიღებული მზის სითბო ეკვატორთან, ატმოსფეროს ზედა და ქვედა ფენებს შორის ტემპერატურულ სხვაობას ამცირებს, რითაც ეკვატორული ქარიშხლების გაჩენის ალბათობაც მცირდება (მისია “ჯუნო“; ელექტრული მოვლენები ატმოსფეროში).
პოლარული ნათება და ელვა იუპიტერზე
Posted by