რას დაინახავდით ვენერას ზედაპირზე? სურათზე წარმოდგენილია ხედი საბჭოთა წარმოების “ვენერა-13”-დან. ეს ავტომატური ზონდი, პარაშუტისა და აეროდინამიური დამუხრუჭების გამოყენებით, 1982 წლის მარტში, ვენერას სქელ ატმოსფეროში შეიჭრა და დედამიწის დად წოდებული პლანეტის ზედაპირზე, ეკვატორთან ახლოს დაეშვა. მის წინ უდაბნოს მსგავსი ლანდშაფტი გადაიშალა, ბრტყელი ქვებით, დიდი ვაკეებითა და თანაბრად განათებული ცით. მარცხნივ ქვემოთ ჩანს გრუნტის საკვლევი ინსტრუმენტის ნაწილი, ხოლო თეთრი ნივთი მარჯვნივ, ობიეტქივის ხუფია. ვენერას ზედაპირზე ტემპერატურა 450 გრადუსია ცელსიუსით, წნევა კი 75-ჯერ მეტია, ვიდრე დედამიწაზე. ასეთ პირობებში, მტკიცე ჰერმეტული კორპუსით აღჭურვილმა “ვენერა-13”-მა დაახლოებით 2 საათი იმუშავა. 40 წლის წინათ გადმოცემული ფოტოების ციფრული დამუშავება ახლაც მიმდინარეობს. ევროპის კოსმოსური სააგენტოს აპარატის, “ვენერა-ექსპრესი“-ს მიერ ინფრაწითელ დიაპაზონში ახლა ჩატარებული დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ ვულკანური ამოფრქვევები ვენერაზე ამჟამადაც ხდება (ვენერას მზვერავები).
“ვენერა-13”: ვენერას ზედაპირი
Posted by