სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრის, ტიტანის ზედაპირზე, რომლის ატმოსფერო აზოტისა და ნახშირწყალბადებისგან შედგება, ზღვა კრაკენი მდებარეობს, თხევადი მეთანის უზარმაზარი ზღვა, რომლის ფართობი დედამიწაზე არსებული დიდი ტბების (აშშ) ფართობს უტოლდება. კორნუელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ ზღვის სიღრმე შეაფასეს, რომლის მიხედვითაც, ზღვის ცენტრალურ ნაწილში ეს მონაცემი 330 მეტრს უტოლდება, რაც სრულიად საკმარისია მასში პატარა საკვლევი წყალქავეშა ნავის ჩასაშვებად (წყალქვეშა ნავი ტიტანის შესასწავლად).
მონაცემები, რომელთა საფუძველზეც გამოთვლა ჩატარადა, 2014 წლის 21 აგვისტოს, სატურნის ორბიტაზე მოძრავმა თანამგზავრმა – “კასინი“-მ, T104-ად წოდებული ფრენის დროს შეაგროვა. აპარატის რადარი ლიგეას ზღვაზე იყო დამიზნებული, რომლის სამიზნე იყო ამ ზღვაში აღმოჩენილი კუნძული, რომელიც სეზონების მიხედვით ქრებოდა და ჩნდებოდა (Magic Island – ტიტანის ტბის უჩვეულო დეტალი გაქრა).
21 ათასი კილომეტრი საათში სიჩქარით მოძრავი “კასინი”, ზღვა კრაკენის ჩრდილოეთ ნაწილს (Moray Sinus) 965 კილომეტრის სიმაღლიდან რადარით იკვლევდა. კორნუელის უნივერსიტეტისა და ნასას სპეციალისტებმა ახალი ტექნოლოგიური ალგორითმი შეიმუშავეს, რომელიც სიღრმეს ავტომატურად ადგენს, ზღვის ზედაპირიდან და ფსკერიდან არეკლილი რადარის სიგნალების ერთმანეთისგან გამოყოფით. შთანთქმული ენერგიის რაოდენობა კი სითხის შემადგენელზე იძლევა ინფორმაციას.
გაირკვა, რომ ყურე Moray Sinus-ის სიღრმე 280 მეტრია, ხოლო მასში არსებული სითხე მეთანისა და ეთანის ნაზავია, მეთანის მეტი რაოდენობით, პრაქტიკულად ისეთივეა, როგორც ლიგეას ზღვაში. აღსანიშნავია, რომ ადრინდელი შეფასებების მიხედვით, კრაკენის ზღვაში ეთანი უნდა დომინირებდეს, ზომისა და დაბალ განედებზე მდებარეობის გამო. ინფორმაცია ტიტანის ზღვებში არსებული სითხეების მსგავსების შესახებ მნინშვნელოვან აღმოჩენად ითვლება, რაც ტიტანის ჰიდროლოგიური სისტემის მოდელების დახვეწაში დაეხმარება მეცნიერებს, სისტემისა, რომელიც ძალიან ჰგავს დედამიწის ჰიდროლოგიურ სისტემას (ციური მდინარე: მინი-ნილოსი; რითი განსხვავდება დედამიწის, მარსისა და ტიტანის მდინარეები?).
ტიტანის ერთ-ერთი გამოცანაა დიდი რაოდენობით მეთანი მის ზედაპირზე. მზე 100-ჯერ ნაკლები ინტენსიურობით ანათებს ტიტანს, ვიდრე დედამიწას, მაგრამ ესეც საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ 10 მილიონი წლის განმავლობაში მთელი ეს მეთანი გარდაქმნილიყო ეთანად, რაც არ დაიმზირება. მომავალში ამ კითხვაზე პასუხის მიღება ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება მისიისა, რომლის ფარგლებშიც, კრაკენის ზღვაში რობოტიზირებული წყალქვეშა ნავი უნდა ჩეშვას (ტიტანი).