ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა პირველად აღმოაჩინა ენერგიის კოლოსალური ამონაფქრვევი, რომელიც სხვა გალაქტიკაში მდებარე მაგნეტარმა გამოასხივა – ე.წ. მოკლე გამა-ანთების სახით (GRB). მზის სისტემაში ამ გამოსხივების მოძრაობა, ერთმანეთისგან სხვადასახვა დისტანციაზე მდებარე თანამგზავრებმა დააფიქსირა (Nature Astronomy).
2020 წლის 15 აპრილს აღმოჩენილი გამა-ანთება GRB 200415A, დედამიწიდან 11,4 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა NGC 253-ში მოხდა (ვერცხლის მონეტა). მოკლე გამა-ანთებად წოდებული მოვლენა 2 წამზე მცირე დროში ხდება. როგორც წესი, ისინი ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმისას წარმოიქმნება, თუმცა, არა ყოველთვის, მათი წყაროა მაგნეტარიც.
ირმის ნახტომში 29 მაგნეტარია ცნობილი, იგივე უკიდურესად ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ნეიტრონული ვარსკვლავი. აქედან, მოკლე გამა-ანთება ორზე მოხდა (2004 წ.), რომელთაგან ერთ-ერთამდე მანძილი 28 000 სინათლის წელია.
მოვლენა, ჯერ მარსის ორბიტაზე მოძრავი “მარს ოდისი”-ს ბორტზე არსებულმა მოწყობილობა GRS-მა დააფიქსირა, 6,6 წუთის მერე კი დედამიწასა და მზეს შორის ორბიტაზე მდებარე თანამგზავრმა “ვინდ”, ხოლო 4,5 წამის მერე გამოსხივებამ დედამიწამდეც მოაღწია. იმპულსის ხანგრძლივობა 140 მილიწამი იყო.
ითვლება, რომ მაგნეტარებზე ასეთი ანთებები მაშინ გენერირდება, როცა მათი მაგნიტური ველის შეშფოთების მიზეზი ე.წ. ვარსკვლავძვრა ხდება („ვარსკვლავძვრა” მზის მსგავს ვარსკვლავებზე). თეორიული მოდელის მიხედვით, ამოფრქვეული ელექტრონებისა და პოზიტრონების (ელექტრონის ანტინაწილაკი) ღრუბელი, რომელიც ლამის სინათლის სიჩქარით მოძრაობდა, დარტყმითი ტალღა და მძლავრი გამა-ანთება გააჩინა, რომელიც ძირითადი ანთების მერე დაიმზირებოდა.
მეცნიერთა თქმით, მაგნეტარების მიერ ინიცირებული მაღალენერგიული ანთებები ხუთჯერ უფრო ხშირად შეიძლება ხდებოდეს, ვიდრე ზეახლებისგან, ამიტომ გამა-ანთებათა ცალკეულ კლასად უნდა ჩაითვალოს (გამა-ანთება).