როგორ ჩნდება ე.წ. სპრაიტი? ეს უჩვეულო ნათება, რომელიც წამზე მცირე დროში გიგანტური მედუზის ფორმას იღებს ხოლმე, უკვე 30 წელია დაიმზირება. პირველად, მას მთამსვლელები და ასტრონავტები ხედავდნენ. დადგენილია, რომ მათი გაჩენა ჩვეულებრივ ელვას უკავშირდება, თუმცა ზუსტი მექანიზმი მაინც გაურკვეველი რჩება. გარკვეული ტიპის ჭექაქუხილის თანმხლები მოვლენა საკმაოდ იშვიათად ჩნდება. მაღალსიჩქარიანი ვიდეოჩანაწერი,100 ათასი კადრი წამში, რომელიც 2019 წელს გადაიღეს, სპრაიტის განვითარებას დეტალურად გვიჩვენებს – სპრაიტის რამდენიმე “ბომბი” ზემოდან ვარდება და სინათლის მარავალრიცხოვან სვეტებად ფეთქდება, რომლებიც ჩვეულებრივ ფოტოებზეც ფიქსირდება. სამწუხაროდ, ამ ვიდეოჩანაწერების შესწავლით, სპრაიტების გამოცანის ბოლომდე ამოხსნა ვერ ხერხდება. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სპრაიტები მაშინ წარმოიქმნება, როცა ატმოსფეროს ზედა ფენებში არსებულ პლაზმაში არაერთგვაროვანი არეები ჩნდება (კიდევ ამ მოვლენის შესახებ).
ელვა სპრაიტი: გადაღება სიჩქარით 100 ათასი კადრი წამში
Posted by