ზოლიანი ქვიშის დიუნები მარსზე

 რატომ არის მარსის ეს ქვიშის დიუნები ზოლებითა დაფარული? ზუსტად არავინ იცის. ზოლიანი დიუნები კუნოვსკის კრატერში, მარსის ორბიტული მზვერავის ბორტზე არსებული მაღალი გარჩევადობის კამერით გადაიღეს – HiRISE (მარსის ორბიტული მზვერავები). ცნობილია, რომ მარსის დიუნები ნახშირორჟანგის (ე.წ. მშრალი ყინული) არაერთგვაროვანი ფენებით არის დაფარული, რის გამოც მათზე ბნელი და ნათელი ზოლები წარმოიქმნება. მშრალი ყინული არ დნება, არამედ სუბლიმირებს, პირდაპირ გაზად გარდაიქმენბა. ნახშირორჟანგი ე.წ. სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზია, მყარ მდგომარეობაშიც კი მისი ფენების ქვეშ სითბოა, ამიტომ სუბლიმაცია ქვემოდან იწყება და გეიზერების მსგავსი ამოფქრვევების მიზეზი ხდება, რაც თავის მხრივ, მარსულ გაზაფხულზე, ბნელი ნადნობი ლაქების გაჩენას იწვევს. თუმცა, ეს ფოტო არა გაზაფხულზე, არამედ შემოდგომაზეა გადაღებული, როცა იქ საკმაოდ ცივა და ზოლების გამოჩენა ძალიან უჩვეულოა. ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ყინულში ნაპრალების წარმოქმნა დღესა და ღამეს შორის ტემპერატურული სხვაობის გამო ხდება. ამ გამოცანის ამოსახსნელად, სეზონური დაკვირვებები იქნება საჭირო (კიდევ დიუნების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.