ორი შავი ხვრელი, რომელთა შერწყმისას გრავიტაციული ტალღების წყარო GW190521 გაჩნდა, LIGO-სა და VIRGO-ს გრავიტაციული ანტენებით დამზერილი ყველაზე მასიური და შორს მდებარე შავი ხვრელებია. შეჯახება მაშინ მოხდა, როცა სამყაროს ასაკი ახლანდელის ნახევარი იყო. არაფერი უჩვეულო ამაში არ იქნებოდა, რომ არა მათი მასები – 66 და 85 მზის მასა. შერწყმის შედეგად ფორმირებული შავი ხვრელის მასა 142-ჯერ (მასის ნაწილი გრავიტაციულ ტალღებად გარდაიქმნა) აჭარბებს მზისას, ანუ ე.წ. შუალედური მასის შავი ხვრელების კატეგორიაში გადის. ვარსკვლავური მასისა და ზემასიური შავი ხვრელებისგან განსხვავებით, შუალედურების (100-1000 მზის მასა) შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი, ანუ ეს შემთხვევა ასეთი ობიქტის ფორმირების პირველი მოწმობაა (რაც შავი ხვრელების შესახებ უნდა ვიცოდეთ). როგორ ფორმირდებიან შუალედური მასის შავი ხვრელები, ჯერჯერობით უცნობია. ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, მათი გაჩენა ხდება შავი ხვრელებისა და ვარსკვლავების მიმდევრობითი შეჯახებებით მჭიდრო ვარსკვლავურ გროვებში. სურათზე ნაჩვენებია შეჯახებამდელი შავი ხვრელები, ისრებით აღნიშნული ბრუნვის ღერძებით. სპირალური ტალღები კი გრავიტაციული ტალღების გამოსხივების ილუსტრაციაა, ხოლო შემომფარგლავი ვარსკვლავები ხაზს უსვამს შესაძლებლობას, რომ შერწყმა ვარსკვლავების მჭიდრო გროვაში მოხდა (გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე).
GW190521: უჩვეულო შავი ხვრელის ფორმირების ადგილი
Posted by