რას დავინახავდით დედამიწის დატოვებისას? ეს მოვლენა ხომალდმა “მესენჯერი”-მა გადაიღო, როცა 8 წლის წინ მერკურისკენ მიმავალ გზაზე დედამიწას ჩაუფრინა. ამ კადრების მიმდევრობაზე, პლანეტიდან დაშორებასთან ერთად, დედამიწის ბრუნვაც დაიმზირება. მზით განათებული მხარე იმდენად ელვარეა, რომ ფონური ვარსკვლავები არ ჩანს. ავტომატური თანამგზავრი “მესენჯერი” ახლა მერკურის გარშემო ბრუნავს და მისი ზედაპირის სრული რუკაც შეადგინა. ის ერთ-ერთია იმ მოწყობილობათა შორის, რომელიც დედამიწაზე შეიქმნა და უკან ვეღარასოდეს დაბრუნდება – მისიის დასრულების ბოლოს, მერკურის ზედაპირს შეეჯახება (მისია “მესენჯერი“).
დატოვო დედამიწა…
Posted by