პირველი ფრენა
2 მარტს, თბილისის დორით 11:49-ზე, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის (აშშ, ფლორიდა) სასტარტო მოედნიდან 39A, მძიმე რაკეტა მატარებელი “ფალკონ 9” და კოსმოსური ხომალდი “ქრიუ დრაგონ” (Crew Dragon), ორბიტისკენ გაფრინდა. ამაჩქარებლების განცალკევება დაახლოებით 2 წუთში მოხდა. რვა წუთის მერე, მრვალჯერადი გამოყენების ამაჩქარებელი მცურავ პლატფორმაზე დაეშვა – Of Course I Still Love You (“რა თქმა უნდა, მე ისევ მიყვარხარ”). Crew Dragon და მეორე ამაჩქარებლი ერთმანეთს რაკეტის სტარტიდან 11 წუთში გამოეყო.
Crew Dragon დაბალ ორბიტაზ 6 დღე-ღამე იმოძრავებს
საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ამერიკული ნაწილის ნაკვეთურს – “ჰარმონი” (Harmony), პილოტირებული ხომალდი 3 მარტს მიუერთდება. ხომალდიდან ნაკვეთურში გადასასვლელი ჰერმეტული ლუქი დაახლოებით 2,5 საათის მერე გაიხსნება.
8 მარტს, ხომალდი ისევ ჩამოშორდება სადგურს, ატმოსფეროში შემოვა და ატლანტის ოკეანეში დაეშვება, ფლორიდის სანაპიროდან 300 კილომეტრში. მოწყობილობისა და ტვირთის ევაკუაციას დაახლოებით 2 საათში დასჭირდება.
Crew Dragon-ის ბორტზე ანდროიდი Ripley (რიფლი) მოთავსებული
Crew Dragon-ის პირველ სტარტს Demo-1 უწოდეს. მის ბორტზე მოთავსებულია ანტროპომორფული საცდელი მოწყობილობა Ripley, რომელსაც ეს სახელი ფილმ “უცხოს” მთავარი გმირის საპატივცემულოდ უწოდეს. მანეკენი “სფეის იქსის” სკაფანდრშია გამოწყობილი და გადამწოდებით არის აღჭურვილი, რომლებითაც ვიბრაციული და აკუსტიკური დატვირთვა კონტროლდება, ასევე რადიაციული ფონის ცვლილება. Demo-1-ით გადასატანი ტვირთის საერთო მასა 180 კილოგრამს უტოლდება.
საცდელი სტარტის ძირითადი ამოცანებია სხვადასხვა სისტემების მუშაობის შემოწმება – ავიონიკა, მზის ბატარეა, ძრავები, შეპირაპირების მოწყობილობა, კავშირი და ტელემეტრია, ელექტრომომარაგება, შიდა სივრცეში სიცოცხლისათვის თავსებადი პირობების შემანარჩუნებელი პარამეტრების კონტროლი. “ფალკონ 9”-ისა და დრაკონის მართვისა და ნავიგაციის სისტემათა თავსებადობის შემოწმება.
NASA დაინტერესებულია პარაშუტებით, რომლებითაც ხომალდი უნდა დაეშვას, ასევე, ავზების უსაფრთხოებით, რომლებშიც მეორე საფეხურის თხევად ჟანგბადიან ავზებში წნევის შექმნისათვის საჭირო თხევადი ჰელიუმია ჩასხმული. 2016 წლის 1 სექტემბერს, ებრაული თანამგზავრი Amos 6 და “ფალკონ 9”, სწორედ ამ ავზების კონსტრუქციული ხარვეზების გამო აფეთქდა.
დრაკონი და პილოტირებული დრაკონი
პილოტირებული კოსმოსური ხომალდის Crew Dragon პროტოტიპი, “სფეის იქსის” გენერალურმა დირექტორმა და მთავარმა ინჟინერმა, ილონ მასკმა, პირველად 2016 წლის 30 მაისს წარადგინა. Crew Dragon-ს დაბალ ორბიტაზე 7 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. მისი სატვირთო ვერსია Cargo Dragon (“ქარგო დრაგონ)”, რომელმაც Dragon უნდა შეცვალოს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 3,31 ტონა ტვირთის ატანას შეძლებს.
Crew Dragon და Cargo Dragon-ს შორის განსხვავება ისაა, რომ პირველი, ავარიული და ადამიანისთვის სასიცოცხლო პირობების უზრუნველმყოფელი სისტემებით არის აღჭურვილი, ასევე, საინფორმაციო პანელებითა და ხელით სამართავი სისტემებით. ორივე ხომალდი ნაწილობრივ მრავალჯერადია. დაბალ ორბიტაზე ავტონომიური ფრენის ხანგრძლივობა 1 კვირაა, ხოლო საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შემადგენლობაში – 2 წელი.
5 წელიწადში შექმნილი ხომალდები
2014 წლის 16 სექტემბერს, “სფეის იქსი” და “ბოინგი” პროგრამა CCtCap (ეკიპაჟის კომერციული გადაყვანის შესაძლებლობა)-ის გამარჯვებულად ცნეს. ერთმა 2,6 მილიარდი დოლარი მიიღო, მეორემ – 4,2.
“…რთული და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღეთ, შეგვძლებოდა ასტრონავტების გაშვება აშშ-ს ტერიტორიიდან, რითაც რუსეთზე დამოკიდებულება მოგვეხსნებოდა. ვაფასებ მათ იონოვაციურობას, თავდაუზოგავ შრომასა და პატრიოტიზმს” – ამბობდა NASA-ს მაშინდელი ხელმძღვანელი, საზღვაო ქვეითთა გენერალ მაიორი, ჩარლზ ბოლდენი.
გაზაფხულისა და ზაფხულის განმავლობაში დაგეგმილია Crew Dragon და Starliner-ის ყოველთვიური გამოცდა
Starliner (“სთარლაინერ”)-ის გამოცდები აპრილში დაიწყება. ავარიული სამაშველო სისტემებისა კი მაისში. Crew Dragon-ის ანალოგიური შემოწმება ივნისისთვის არის დაგეგმილი. ეკიპაჟით ფრენა კი ივლისსა და აგვისტოს. წარმატებით დასრულების შემთხვევაში, “სფეის იქსი” და “ბოინგი” NASA-სგან საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ პილოტირებული ფრენებისთვის გამოსადეგი ხომალდების სერტიფიკატებს მიიღებენ.
Crew Dragon, “სოიუზ”-ზე მომგებიანია
NASA-მ ბოლო პილოტირებული ფრენა 2011 წელს განახორციელა. პროგრამა “სფეის შატლის” დახურვის მერე, საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ ადამიანების გადაყვანას მხოლოდ რუსეთი ანხორციელებდა, სოიუზის ტიპის სამადგილიანი ხომალდებით (Союз ТМА, Союз ТМА-М, Союз МС), რაშიც აშშ-მ 3 მილიარდი დოლარი გადაიხადა. ამჟამად, რუსულ ხომალდში ერთი ასტრონავტის ადგილის ღირებულება 82 მილიონ დოლარს შეადგენს. Crew Dragon-ის სრული ღირებულება, თუ წელიწადში 4 ასეთ ხომადს შეუკვეთენ, 160 მილიონი დოლარი ეღირება, ანუ 23 მილიონი ერთ კაცზე (7-ვე ადგილის დაკავების შემთხვევაში).
“როსკოსმოს”-თან გაფორმებული კონტრაქტის ვადა 2020 წლის თებერვალში ამოიწურება!