ორიონის ტყვიები

 რა ისვრის ორიონის ნისლეულიდან გამოტყორცნილ გაზის ტყვიებს? საბოლოო პასუხი ჯერ ისევ არ არსებობს. პირველად 1983 წელს აღმოჩენილი წარმონაქმნების ზომა ჩვენი მზის სისტემის სადარია, ხოლო მოძრაობის სიჩქარე ცენტრალური წყაროს მიმართ, რომელსაცIRc2 უწოდეს  – 400 კმ/წმ. სიჩქარითა და IRc2-მდე მანძილის ცოდნით, მათი ასაკის დადგენაა შესაძლებელი, ჩვულებრივ, ათას წელიწადზე ცოტა. როცა ტყვიები ორიონის ნისლეულის ქლაინმან-ლოუს ღრბულებში (ორიონის კომპლექსის ყველაზე აქტიური ადგლი, რომელშიც ვარსკვლავების ფორმირება მიმდინარეობს) გადის, მათში არსებული მცირე რაოდენობის რკინა ცისფრად ნათებას იწყებს, ყოველი ტყვიის ზედა კიდესთან. ტყვიების გავლის ადგილზე გაცხელებული წყალბადის მანათობელი სვეტები რჩება. ეს მკაფიო გამოსახულება ჯემინი-სამხრეთის (ჩილე) 8,1 მეტრიანი სარკის მქონე ტელესკოპით მიიღეს, რომელიც ადაპტიური ოპტიკის სისტემით (GeMS) არის აღჭურვილი. სისტემა GeMS იყენებს 5 ლაზერულ საყრდენ ვარსკვლავს (მეორე ფოტო), რომლებითაც ატმოსფეროს ლივლივით გამოწვეული ხარვეზების კომპენსირებაა შესაძლებელი (ნისლეულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.