1990 წლის ვალენტინობა დღეს, კოსმოსურმა აპარატმა ”ვოიაჯერ-1”, რომელიც 4,6 მილიარდი კილომეტრით იყო დაშორებული მზეს, უკან მოიხედა, რათა მზის სისტემის პირველი ოჯახური პორტრეტი გადაეღო. ეს არის 60 სურათისგან შექმნილი მოზაიკა, მიღებული წერტილიდან, რომელიც ეკლიპტიკას (მზის გარშემო პლანეტების ბრუნვის სიბრტყე) 32 გრადუსიანი კუთხით დაჰყურებს. ვოიაჯერის ფართოკუთხიანი კამერის ობიექტივში მზის სისტემის შიდა (სურათის მარცხენა კიდე) და გარე სივრცე მოხვდა – გაზის გიგანტ ნეპტუნამდე, რომელიც იმ მომენტში სისტემის ყველაზე შორეული პლანეტა იყო. ვენერას, დედამიწის (სიცოცხლის ყველა ფერი), იუპიტერის, სატურნის, ურანისა და ნეპტუნის ადგილები წერტილებით არის ნაჩვენები, ხოლო მზე – ცალკეული კადრებისგან შედგენილი ელვარე ლაქაა წრის ცენტრთან ახლოს. თითოეული პლანეტის გამოსახულება ჩანართებში, ვოიაჯერის მცირეკუთხიანი კამერით არის გადაღებული. მზესთან ახლოს მდებარე მერკური შეუმჩნეველია. მარსს კი კამერის ოპტიკური სისტემის მიერ გაბნეული სინათლე მალავს. პატარა და მკრთალი პლუტონის ადგილი კადრში ვერ მოხვდა (მოკლედ მზის სისტემის შესახებ).
მზის სისტემის ოჯახური პორტრეტი
Posted by