ულტიმა ტულე

 1 იანვარს, 14,4 კილომეტრი წამში სიჩქარით მოძრავი ნასას ავტომატური ზონდი ”ნიუ ჰორაიზონსი”(New Horizons – ახალი ჰორიზონტები), თბილისის დროით 09:33 საათზე, კოიპერის სარტყელის ობიექტს, ასტეროიდ ულტიმა ტულეს(შორეული, უკიდურესი… ტულე. ტულე(ფულე) – ნახევრად მითიური კუნძული ჩრდილოეთ ევროპაში, რომელიც ბერძენმა მოგზაურმა პიფეოსმა მოინახულა), 3540 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა. დაახლოებით 6,5 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მდებარე ტულე(2014MU69), ყველაზე შორეული ობიექტია, რომელიც ადამიანის მიერ შექმნილმა კოსმოსურმა ხომალდმა გამოიკვლია. თოვლის კაცის ფორმის ასტეორიდი, როგორც ჩანს, მზის სისტემის ფორმირების ადრეულ ეტაპზე, ორი ციური სხეულის არც თუ ისე ძლიერი შეჯახების შედეგად ჩამოყალიბდა(ორი კომეტის ამბორი). მისი დიდი ნაწილის სიგრძე დაახლოებით 19 კილომეტრია, პატარასი – 14 კილომეტრი(კიდევ მისიის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.