ამ კოსმოსურ პეიზაჟზე, ვეშაპის თანავარსკვლავედის მიმართულბით მდებარე დიდი სპირალური გალაქტიკები დაიმზირება – NGC 1055(ზემოთ) და М 77. NGC 1055 გვერდხედით ჩანს, მისი მტვრის ზოლით გაჭრილი წაგრძელებული ფორმა, ჩვენსკენ მობრუნებულ М 77-თან კონტრასტირებს, რომლის ელვარე ბირთვი და სპირალური მკლავები გაცილებით უკეთ დაიმზირება. 100 ათასი სინათლის წლის ზომაზე დიდი გალაქტიკები, პატარა გალაქტიკურ ჯგუფში შედიან, რომლამდე მანძილი 60 მილიონი სინათლის წელია. მეზობლებს შორის მანძილი კი დაახლოებით 500 ათასი სინათლის წელი. სავსე მთვარის ზომის თვალთახედვის არე, ირმის ნახტომის სხვადასხვა ფერის ვარსკვლავებსა და გაცილებით შორს მდებარე გალაქტიკებსაც მოიცავს. ეს მკაფიო გამსოახულება 28 ნოემბერს გაკეთდა, რომელზეც М77-ის ერთ-ერთ სპირალურ მკლავში აფეთქებული ზეახალი – SN2018ivc-იც მოხვდა. მასიური ვარსკვლავის აფეთქება რამდენიმე დღით ადრე, 24 ნოემბერს შეამჩნიეს(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).
გალაქტიკები ვეშაპში და ზეახალი
Posted by