სტაუ-სლეპტონი?!

 ა.შ.შ. მეცნიერებმა ანომალიის აღმოჩენის შესახებ გააკეთეს განცხადება, რომელიც ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტულ მოდელში ვერ ჯდება. ექსპერიმენტ ANITA(Antarctic Impulsive Transient Antenna)-ს ჩარჩოებში რეგისტრირებული იქნა სიგნალი, რომელიც სუპერსიმეტრიული ნაწილაკის(სუპერსიმეტრია(მოკლედ)), ე.წ. სტაუ-სლეპტონის  არსებობაზე შეიძლება მიუთითებდეს(arxiv.org).

 ANITA-ს სტრატოსფერული ანტენები, ულტრამაღალი ენერგიის კოსმოსური ნეიტრინოების შესასწავლად შეიქმნა. ასეთი ნეიტრინო ურთიერთქმედებს რა ანტარქტიდის ყინულოვან ფართან, რადიო იმპულსებს აჩენს, რომელთაც საჰაერო ბუშტით 37 კილომეტრის სიმაღლეზე ატანილი ANITA-ს ანტენები იჭერს. რეგისტრირებული იქნა ორი ანომალური სიგნალი, რომლებიც არეკლილ რადიო ტალღას არ შეესაბამებოდა. ეს შეიძლება იყოს ნაწილაკები ენერგიით 0,6 ექსაელექტრონვოლტი(1018 ევ.(რა არის ელექტრონვოლტი?), რომლებიც დედამიწის მეორე მხრიდან შემოვიდა ატმოსფეროში, 5700 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლით დედამიწის მკვრივ ქანებში. ამის გაკეთება სტანდარტული მოდელის არცერთ ნაწილაკს არ შეუძლია(ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელი).

 მეცნიერთა აზრით, მოვლენა შეიძლება დაკავშირებული იყოს სტაუ-სლეპტონთან(სუპერსიმეტრიიდან გამომდინარე, ტაუს და ლეპტონს წინ ”ს” დაუმატეს). ამ ჰიპოთეტური სიმეტრიის თანახმად, ყოველ ცნობილ ნაწილაკს თავისი სუპერპარტნიორი შეესაბამება. სტაუ-ლეპტონი(ტაუ-ლეპტონის პარტნიორი), მაღალი ენერგიის ნეიტრინოსგან შეიძლებოდა გაჩენილიყო, ქანებში არსებული ნივთიერების ატომის ნაწილაკებთან ურთიერთქმედებით. ის ტაუ-ლეპტონად და სხვა უმსუბუქეს სუპერსიმეტრიულ ნაწილაკებად დაიშალებოდა, რომლებიც ბნელი მატერიის შემადგენელი ნაწილაკობის კანდიდატებად არის წარმოდგენილი(ყველაზე უფრო მგრძნობიარე დეტექტორი ბნელი მატერიის ნაწილაკების აღმოსაჩენად). მკვლევარები იმედოვნებენ, რომ რეგისტრაცია სხვა ინსტრუმენტებითაც იქნება დადასტურებული, მათ შორის, IceCube-თიც(ზეენერგიული ნეიტრინოების წყარო).

 სტანდარტული მოდელი ვერ ხსნის ზოგიერთ ფიზიკურ მოვლენას(მასის წარმოშობა, ნეიტრინული ოსცილაციები, ბნელი მასა) , რომლებიც ე.წ. ახალ ფიზიკასთან დაკავშირებული სხვა თეორიული მოდელებით შეიძლება აღიწეროს, მათ შორის, პრაქტიკით დაუმტკიცებელი სუპერსიმეტრიითაც. უშედეგო ექსპერიმენტების გამო, სულ უფრო მეტი მეცნიერი ამბობს სუპერსიმეტრიაზე უარს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.