2018 წლის 7 სექტემბერს(თბ.დრ. 22:20), ყინულოვანი გიგანტის – ნეპტუნი, პირისპირდგომაა, როცა მზე, დედამიწა და ნეპტუნი ერთ მხარეს, ერთ ხაზზე განლაგდება, რაც პლანეტის დამზერის საუკეთესო მომენტია. დედამიწამდე მანძილი შემცირდება, ანუ გაიზრდება ხილული ზომა. პირისპირდგომისას მანძილი ნეპტუნამდე 4 მლრდ. 345 კმ. იქნება, რაც მზემდე მანძილზე 29-ჯერ მეტია.
პლანეტა ახლა, მერწყულში გადაადგილდება, სადაც 2024 წლამდე იქნება, ამასობაში ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის დამზერის პირობები სულ უფრო გაუმჯობესდება! 2018 წელს, ნეპტუნი მერწყულის თანავარსკვლავედის ლამბდასთან ახლოს გამოჩნდება. მისი ნათობა 7,8m-ს გაუტოლდება(შეუიარაღებელი თვალით ადამიანისთვის 5m). პლანეტა ძალიან შორსაა, ამიტომ მის დასანახავდ დიდი აპერტურის მქონე ტელსკოპი დაგჭირდებათ(20-25 სმ.)(ნეპტუნი).