ასტროფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ (G2 – უჩვეულო ობიექტი ირმის ნახტომის ცენტრში)გალაქტიკის ცენტრთან აღმოჩნეილი G-ობიექტები, არა გაზისა და მტვრის ღრუბლებია, არამედ მოცულობაში კოლოსალურად გაზრდილი ვარსკვლავები. აღმოჩენილია კიდევ 3 ასეთი ობიექტი, ანუ მეცნიერთათვის უკვე 5 გაბერილი ვარსკვლავია ცნობილი(1 ფოტო – გალაქტიკის ცენტრისკენ…(დავით დვალი, 17/05/2015)).
პირველი G-ობიექტი, იგივე ”მტვროვანი ვარსკვლავური ობიექტი”(G-object, dusty stellar object), G1, მშვილდოსანი A*-ს(ირმის ნახტომის ზემასიური შავი ხვრელი) ახლოს 2004 წელს აღმოაჩინეს. 7 წლის მერე კი G2. თავიდან ისინი ვარსკვლავთშორისი გაზისა და მტვრის ღრუბლები ეგონათ, თუმცა მოგვიანებით, ობიექტები კიდევ უფრო მიუახლოვდნენ შავ ხვრელს და მისი უზარმაზარი გრავიტაციული ზემოქმედების მიუხედავად, მთლიანობა მაინც შეინარჩუნეს, რამაც ასტრონომებს მათ ბუნებაზე წარმოდგენა შუცვალა.
”სავარაუდოდ, G1 და G2 გაბერილი ვარსკვლავებია. მათი დიმატერი ძალიან დიდია, ხვრელთან მიახლოებისას მოქცევითი ძალა მატერიას აცლის მათ, ხოლო მასიური ბირთვი ხელუხლებელი რჩება. უნდა დადგინდეს, რატომ არიან ეს ავარსკვლავები ასეთი დიდი” – ამბობს ასტრონომი მარკ მორისი.
ერთი ვერსიის მიხედვით, G-ობიექტები, ორმაგი ვარსკვლავების(ბინარული) შეჯახებით გაჩნდა. მათი შერწყმა შავი ხვრელის დამსახურება უნდა იყოს. შეჯახების ენერგიამ, წინამორბედი ვარსკვლავების გარე ფენების მატერია ჩვლეულებრივი ვარსკვლავებისთვის დამახასიათებელ რადიუსზე გაცილებით შორს განდევნა და უზარმაზარი G-ობიექტები წარმოქმნა.
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში კეკის ობსერვატორიის ტელესკოპების საშუალებით შეგროვებული მონაცემების დამუშავებით, ასტრონომებმა G3, G4 და G5-იც აღმოაჩინეს. ინფრაწითელ დიაპაზონში ხუთივე ასხივებს, მატერიის განაწილებისა და მოძრაობის ხასიათიც ისეთივე აქვთ, როგორც მშვილდოსანი A*-ს ახლო სივრცისთვის არის დამახასიათებელი. მეცნიერები დაკვირვებას აგრძელებენ, რათა უფრო მეტი გაიგონ G-ობიექტების ფორმირებისა და ქცევის შესახებ(გალაქტიკის ბობოქარ ცენტრში დაბადებული ვარსკვლავები; მშვილდოსანი B2 – გალაქტიკური მასშტაბის ლაბორატორია).