ილონ მასკი, სფეის იქსი და მემკვიდრეობა

 ამ სტატიის მიზანი არ არის ილონ მასკის ბიოგრაფიის ან მისი კომპანიების შექმნის ისტორიის მოყოლა. ეს ინფორმაცია ისედაც საკმაოდ მასშტაბურადაა მოფანტული ინტერნეტ სივრცეში. ჩემი მიზანია დავსვა კითხვა თუ ვინ არის ილონ მასკი? და შემდგომ ვეცადო თქვენთან ერთად გავცე ამ კითვას პასუხი.

 როდესაც ვინმეზე საუბრობ, მის მიღწევებზე, ხშირად კარგია წარსულის მაგალითის გამოყენება, ფოკუსირებისთვის კონკრეტული ადამიანის თვისებებზე. ილონ მასკი თავისი მასშტაბურობით ალბათ მრავალ პერსონაჟს შეიძლება შევადაროთ წარსულიდან, მეცნიერებს, ბიზნესმენებს თუ დიდ მოაზროვნეებს. ალბათ თვალსაჩინოებისთვის უპრიანი იქნება ყოველი სფეროდან თითო დიადი პერსონა გამოვარჩიოთ და შევადაროთ ილონს.

 ილონი არ არის სტანდარტული მეცნიერი! აინშტენი როგოც ყველამ ვიცით იყო ფიზიკოს – თეორეტიკოსი, რომლის კვლევებსაც პრაქტიკულად ეყრდნობა დღევანდელი სამყაროს მრავალი სამეცნიერო – საინჟინრო სფერო. როგორც პიროვნება კი ძალზე არასტაბილური, ორგული და იმპულსური იყო. მაგრამ ქონდა ერთი ყველაზე მძლავრი ნიჭი, რომელიც მეტ – ნაკლებად ყველას გაგვაჩნია: წარმოსახვის უნარი. აინშტეინი კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ყველაზე დიდი წარმოსახვის უნარით გამოირჩეოდა. ეს ნიჭი მას აძლევდა საშუალებას სამყაროს გრანდიოზულობა სრულ მასშტაბებში აღექვა და შემდგომ მეცნიერულ ენაზე ეთარგმნა. მისი კვლევის პირველი ნაბიჯი სამყაროს წარმოდგენა იყო, ის მოქმედებდა გონებრივი ექსპერიმენტით, რომელიც თავის თავში გულისხმობს გარკვეული მოდელების წარმოდგენას გონებაში და უკიდურესობების დატესტვას, ანუ კვლევას. სწორედ ეს არის ფიზიკოს – თეორეტიკოსის საქმე. ილონი კი ნამდვილად არ არის ამ ნიჭით დაჯილდოვებული. მისი ინოვაციებიდან რეალურად არც ერთი მას არ ეკუთვნის. ყველა იდეა რაც კი რეალიზდა უკვე არსებობდა, ან დაწერილი იყო ან ნათქვამი ვინმეს მიერ. აინშტეინი კი არ არსებულიდან, მანამდე უცნობიდან გვითარგმნიდა სამყაროს. არა მარტო აინშტეინი ნებისმიერი მეცნიერის მიზანია ფუნდამენტური აღმოჩენის გაკეთება.

 ილონი არ არის ბიზნესმენი! ილონი ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს ბიზნესმენობისთვის დამახასიათებელ მთავარ პირობას, კომერციული საიდუმლობის, პატენტების შექმნასა და შენარჩუნებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ნებისმიერი კომპანიის მომავალი დამოკიდებულია მის პატენტებზე, რადგან პატენტები ქმნის მყარ საფუძველს და გარანტიას, რომ სხვები ვერ შეძლებენ ფინანსური ბაჟის გარეშე კომპანიის გამოგონებების გამოყენებისა. ამის მაგალითია ტომას ედისონი. მოსახლეობაში ცნობილი როგორც ნათურების გამომგონებელი. მაგრამ მის კომპანიას წლების მანძილზე ათასობით პატენტი ჰქონდა გამოშვებული, მათ შორის ნიკოლა ტესლას გამოგონებებიცაა, იმ პერიოდის როცა ნიკოლა ედისონთან მუშაობდა. თუმც კომერციული საიდუმლოების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ძმები როქფელერები. როქფელერები იყვნენ ებრაული წარმოშობის ბიზნესმენები, რომელთა საფოსტო ქსელი გარკვეული წლების მანძილზე ევროპაში ინფორმაციის გაცვლისა და მოპოვების მთავარი საშუალება იყო. თუმც მათ ასევე ქონდათ სხვა ბიზნესებიც. მათი წარმატების ერთ ერთ მიზეზად შეიძლება დასახელდეს მამის ანდერძი, რომლის მიხედვითაც მან შვილეს აუკრძალა საქმის კეთების მეთოდების განდობა სხვა პირებისთვის. ამ ანდერძს ისინი ზედმიწევნით ასრულებდნენ. როდესაც უფროსს როგფელერს დრო დაუდგა დაოჯახებისა მან როგფელერები შეკრიბა კრებაზე, სადაც წამოაყენა საკითხი. იმისთვის, რომ მათი საქმიანობის საიდუმლოებები არ გათქმულიყო სხვა ოჯახიდან ცოლის მყვანით, მან თავის ძმას მისი ქალიშვილის ხელი სთხოვა, რაზეც ოჯახი ერთხმად დათანხმდა. ამ მომენტიდან როგფელერების ოჯახში შიდა 14 ქორწინება მოხდა, იმისთვის, რომ კომერციული საიდუმლოებები ოჯახს არ გასცდენოდა. ალბათ ბევრი აღშფოთდებით ამ ფაქტით, მაგრამ აქვე მინდა ავღნიშნო, რომ შიდა ნათესავური კავშირები ზოგ კულტურაში დაშვებულია: ებრაულში, თურქულში და მრავალ სხვა მუსლიმურ ქვეყნებში. დღეს პლანეტის მასშტაბით 15% მდე წყვილს ნათესავური კავშირი აქვთ. ასევე ცნობილია, რომ სისხლის სისუფთავის შესანარჩუნებლად მრავალი ევროპული ქვეყნის სამეფო გვარი მიმართავდა მზგავს მეთოდს. რომ დავუბრუნდეთ ილონს და დავაკვირდეთ მის კომპანიებს აღმოვაჩენთ, რომ მათგან უმრავლესი განიცდის ფინანსურ პრობლემებს, უკვე მრავალი წელია. ილონი ამ თვალსაზრისით ბეწვის ხიდზე დადის. მისი კომპანია ტესლას ვალი ამ მომენტში ორ მილიარდ დოლარს აღწევს.
ილონი არ არის მოაზროვნე! ის ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, რომლებიც დადგენილია ყველაზე დიდი მოაზროვნეებისთვის; ფილოსოფოსებისთვის. ილონი ნამდვილად არ მიეკუთვნება იმ ტიპის ადამიანებს, რომლებიც ძირითადად დაკავებულები არიან მენტალური მუშაობით. ილონი ბევრად პრაქტიკოსია. მას უყვარს იდეების რეალიზაცია. ის მრავალ ინტერვიუში აცხადებს, რომ ყველაზე მეტად თავის თავს მიაკუთვნებს ინჟინრებს. ალბათ ეს ყველაზე ახლო პროფესიაა მისთვის, თუმც მიუხედავად მისი განათლებისა ის ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ ინჟინერი ან ინჟინერ – გამომგონებელი.

 მაშ ვინ არის ილონ მასკი? პასუხი მარტივია! ილონი არის ადამიანი. უფრო, რომ დავაკონკრეტოთ ილონი არის ადამიანის ის ტიპი, რომელიც უნდა იყოს თითოეული მაცხოვრებელი ამ პლანეტაზე. ილონი არის ადამიანი, რომელიც მიყვება ოცნებებს, არ იშურებს ყველანაირ ძალისხმევას, რომ მისმა იდეებმა რეალიზება პოვონ. სწორედ ეს არის ადამიანის დანიშნულება, რომ ისწრაფვოს თავისი ოცნებებისკენ, მიუხედავად ყველაფრისა. თუნდაც მთელი სამყარო იყოს მის წინააღმდეგ, არავის ჯეროდეს მისი, მისი ფიქრების, ოცნებების რეალიზების. მან არ უნდა დაკარგოს რწმენა თავის თავში, ზუსტად ისევე, როგორც ილონ მასკმა. ილონი არის მაგალითი, რომ ნებისმიერს შეუძლია მიაღწიოს იმას რაც სურს. ამით არ ვამბობ, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიყოთ ილონი. ილონს სურს რომ იყოს ილონი. და ეს მაგალითი მშვენიერია თავისი გრანდიოზულობით, მასშტაბურობით, რომ თითოელ ადამიანში არის უზომო პოტენციალი, რომლის მართვაც, განვითარებაც მხოლოდ თვითონ ინდივიდს შეუძლია. სწორედ ეს არის ილონის მთავარი მესიჯი სამყაროსთვის.

 ილონი, ახალი ტიპის ადამიანი

 ილონი თავის თავში ითავსებს მრავალი პროფესიისთვის დამახასიათებელ თვისებას. მას არ აქვს ყველაფრის ცოდნის უნარი, მაგრამ ააქვს დარწმუნება, რომ ნებისმიერი საგნის შესწავლა და პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ამ თვალსაზრისით, ის ახალი ტიპის ადამიანი ხდება, როცა აუცილებელი აღარაა კონკრეტული ხელობის ცოდნა, რომ სეგმენტში მიაღწიო წარმატებას. ეს მას ანიჭებს მრავლის მცოდნეობის უნარს. თუ შეგიძლია ნებსმიერ ცოდნას დაეუფლო ეს იგივეა, რომ იცოდე ყველაფერი.

მრავლის მცოდნე ადამიანი

 მრავლის მცოდნე ადამიანი შეიძლება შობოს მხოლოდ ინფორმაციულმა სამყარომ, როდესაც ყველა ტიპის ინფორმაცია ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში. რაც უფრო მეტი ინფორმაციის გადაცემის საშუალება იქნება, მით უფრო მეტი მზგავსი ადამიანის ჩამოყალიბების მომსწრენი გავხდებით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, გლობალური ქსელის განვითარება, განსაკუთრებით ინფორმაციის სისწრაფის და სწრაფი წვდომის მიმართულებით. თუ გაჩნდება საშუალება ინფორმაციის პირდაპირ ტვინში მიწოდებისა, სმენის, ვიზუალური აღქმის გარეშე, პროცესი კიდევ უფრო აჩქარდება. თუმც მზგავსი ტექნოლოგიები ბევრი საფრთხის შემქმნელია, მაგრამ მეორეს მხრივ ინფორმატიულობის თვალსაზრისით უზომო უპირატესობას მიანიჭებს პლანეტის მაცხოვრებელთ.

სფეის იქსი

 მინდა განსაკუთრებით გამოვყო ილონ მასკის პროექტი, იგივე კომპანია სპეისიქსი. მისი კომპანიებიდან აღნიშნული იმ თვალსაზრისითაა გამორჩეული, რომ ამ კომპანიის წარმატება, კაცობრიობის შორეული მომავლის განსმსაზღვრელი შეიძლება იყოს. ამ კომპანიის მთავარი მიზანია რაც შეიძლება გაიაფოს კოსმოსში ტვირთების აზიდვა. მრავალჯერადი რაკეტებით ფალკონ 9 ილონმა გაფრენის საფასური მილიარდებიდან ას მილიონ დოლარამდე დაწია. კომპანია უკვე წარმატებულია და გაფრენის მოლოდინის რიგში სხვადასხვა დაინტერესებული კომპანიებისა და ქვეყნების თანამგზავრები არიან.
თუმცა როგორც თავში ვთქვი აქ ციფრებზე სასუბროდ არ ვართ. მინდა ყურადღება გავამახვილო თუ რას ნიშნავს ამ კომპანიის წარმატება პლანეტის მაცხოვრებელთათვის. აპოლონის პროექტის შემდეგ მრავალმა ათეულმა წელმა გაიარა. სამოცდაათიან წლებში იყო მოლოდინი, რომ კაცობრიობა სწრაფად დაიწყებდა კოსმოსის ათვისებსა. მაგრამ, რომ დავაკვირდეთ იმ დროინდელ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას აღმოვაჩენთ,რომ კოსმოსში მიღწეული წარმატებები ბევრწილად განპირობებულ იქნა ორი დიდი ძალის დაპირისპირების მიერ. კოსმოსური ბრძოლა საბჭოტა კავშირმა წამოიწყო და მას აყოლილი ამერიკის შეერთებეული შტატები პირველები იყვნენ ვინც მთვარეზე ადმიანი გააგზავნეს. ეს იყო ეპოქა, როცა ადამიანები ღამის ცას იმედით შეყურებდნენ. მათი ჟინი, სიახლის წყურვილი, დაკმაყოფილებული იყო მომავლის ნათელი ხედვით. თუმც შემდგომ საბჭოთა კავშირის დაშლამ კოსმოსური შეჯიბრი უკანა პლანზე გადაწია და ტემპები შენელდა. ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაწყებული ნასამ მრავალი საინტერესო და შედეგიანი ექსპედიცია გამართა კოსმოსის ცოდნის გასღრმავებლად, მაგრამ ეს პროექტები აპოლონის მასშტაბებთან ახლოც კი ვერ მივიდოდა და ძველი აღფრთოვანება ცოდნის მოპოვების რუტინად იქცა. სპეის იქსი კი აჩენს ახალ იმედებს, რადგან ამ კომპანისს მთავარ სტრატეგიად ადამიანის მარსზე გამგზავრებაა დასახელებული. ეს იქნება მზის სისტემაში მესამე ციური სხეული დედამიწის და მთვარის შემდგომ, რომელზეც ადამიანს ფეხი დაუდგამს. რაც მთავარია ჩვენ გვაქვს გამოცდილებითი გარანტია იმისა, რომ ილონი და მისი კომპანია ამას შეძლებენ, რადგან 2007 წლიდან მოყოლებული გეგმაზომიერად და შედეგიანად მიმდინარეობს პროცესი.

სფეის იქსი, ჭერში დაკიდებულ ტომარაში ჩასმული კატაა

 როცა მეცხვარეს მძიმე ზამთარში ბალახი უთავდება ის კატას სვამს ტომარაში და ჭერზე კიდებს, რომ ცხვარმა შიმშლილისგან ყურადღება მჩხავანა, მოძრავ ტომარას მიაპყროს. მართალია ილონი მეცხვარე არ არის და არც ჩვენ ცხვარი. შეიძლება არც ზამთარია და შიმშილითაც არ ვიხოცებით, მაგრამ ჩვენ გონებას ყოველთვის აქვს ახლის წყურვილი. ადამიანს ერთი სული აქვს მოწყენილობას და უმიზნობას გაექცეს. მას სჭირდება ახალი და დადაებითი ინფორმაცია, რომ მეორე დღემდე უბრალოდ არ გაგიჟდეს. დაინტერესებულ მოსახლეობათა უმრავლესობა ფალკონ 9 – ის გაფრენას ქრისტეშობასავით ხვდება, რადგან ხვდებიან რომ ყოველი გაფრენა რაღაც ახალთან გვაახლოვებს, იმ რაღაცასთან რომლის ფორმებიც ჯერ ბოლომდე არც გამორკვეთილა და ჯერ კიდევ ძალზე შორეულია. დიახ ფალკონ ჰევის მოდულების მიწაზე დაფრენის კადრები, ბგერითი დარტყმები ატმოსფეროში შემოსვლისას ჭერში დაკიდებულ ტომარაში ჩასმული კატის ფუნქციას ასრულებს ჩვენი გონებისთვის. ჩვენ გვიხარია.

რატომ ვიყურებით ცაში?

 ადამიანს ოდითგანვე აჯადოვებდა ღამის ცაზე დაკიდებული ვარსკვლავთა კაკაფონია. ალბათ ერთ ერთი პირველი კითხვა, ან სულ პირველი კითხვა, რომელიც კი ოდესმე ვინმეს დაუსვამს ცაში ახედვისას გაუჩნდა. ღამის ცა ყოველთვის იყო ჩვენი ოცნებების და ფანტაზიების მოზღვავების წყარო. შემდგომ დავიწყეთ შინაარსის ძიება, კანონზომიერების აღმოჩენა და ყოველი ნაბიჯი უფრო გვაახლოვებდა ვარსკვლავებთან. ამ გზაზე მრავალი წინააღმდეგობა შეგვხვედრია, მათ შორის ჩვენივე ტომის წარმომადგენლების მხრიდან, რადგან ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ახალი მოჰქონდათ და ყოველთვის იყვნენ ისინი, ვინც წინააღმდეგობით ხვდებოდა სიახლეს, რადგან სიახლე ყოველთვის მოითხოვს კომფორტის ზონიდან გასვლას. რატომ ჩნდება საზოგადოებაში ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ ? რა არის მისი მამოძრავებელი, რა აიძულებს ორ ფეხზე იდგეს, კითხვები დასვას და პასუხები ეძიოს? ამისთვის უბრალოდ საჭიროა გქონდეს ქრონიკული უკმაყოფილება, რომელიც გაიძულებს ხვალ იყო იმაზე მეტი ვიდრე ხარ დღეს. და განა არის უკეთესი საშუალება თვით გაუმჯობესების გზაზე გარდა იმისა, რომ მიიღო ცოდნა გარშემო სამყაროზე და თან შეიცნო შენი თავი? ყოველი ცოდნის წყურვილი ეგოცენტრულია და პირველ რიგში ემსახურება შინაგან გაუმჯობესებას, რომ შესაძლებელი გახდეს გარდაქმნა გარე სამყარო. გამოდის, რომ ჩვენი ეგოიზმია ყოველი ცოდნის წყაროც და წყურვილიც. იყო უკეთესი ვიდრე დღეს ხარ, სწორედ ეს გვაიძულებს ვიყუროთ ცაში და გავუტოლდეთ იმ სიდიადეს რაც ცისკაბადონს დაჰკიდებია.

მემკვიდრეობა

 როგორც ჩვენ ვართ იმ ცოდნის მცველები რომელიც დაგვიტოვეს წინაპრებმა ასევე იქნებიან ჩვენი შთამომავლები მცველები ჩვენი ცოდნისა და გამოცდილებისა, რადგან ადმიანისგან რჩება მხოლოდ მეხსიერება იმაზე თუ რა ახალი შესძინა მან თავის თვისტომებს. ამ გადმოსახედიდან ილონ მასკი გვაძლევს მაგალითს თუ როგორი და რანაირი შეიძლება იყოს მომავალი, გვანდომებს მას და მიგვიძღვება ახალ სამყაროში. რადგან ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, შეჩერებაც შუძლებელი იქნება და საბოლოოდ თავს ამოგვაყოფინებს ილონ მასკის მომავლის სამყაროში. მისი მემკვიდრეობითობა ყველაზე დიდი იქნება ისტორიის არსებობის მანძილზე ყველა შობილ დიდად ადამიანთან შედარებით, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ილონის ქმედებები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვევლებრივ ადამიანზე, აუმჯობესებ მისი ცხოვრების დონეს და ამით ხელ შესახებს ხდის იმ წარმატებას, რომელსაც თვითონ აღწევს. თავის წარმატებას უნაწილებს ყველას. ილონ მასკი არ არის გენიოსი, მაგრამ ის არის ადამიანი და ეს საკმარისია იყოს დიდადი.

3 comments

  1. ძალიან კარგი სტატიაა <3 დიდი მადლობა ინფორმაციისთვის. შესწორებას შევიტან, "იგი" ჯემალ ქარჩხაძისაა

  2. კი, ბატონო, უკმაყოფილების გრძნობა კარგია, მაგრამ გააჩნია, რითი ხარ უკმაყოფილო. სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილიც უკმაყოფილო იყო, გახსოვთ; კაჟა ბულავაც! მაგრამ ასეთ უკმაყოფილებას ისევ კმაყოფილება სჯობს. სჯობს მცირედით იყო კმაყოფილი, ვიდრე ძალიან ბევრითაც — უკმაყოფილო. განა შესაქებია ის ადამიანი, ვისაც დღევანდელი ტექნიკა და ტექნოლოგიები ეცოტავება, მეტს მოითხოვს, ხოლო ადამიანის გულგრილობა და სისასტიკე მეორის მიმართ არ ანაღვლებს? უკმაყოფილება მისასალმებელია მაშინ, როცა შენი სულიერი დონე არ გაკმაყოფილებს და ზნეობრივ სრულქმნას ესწრაფვი. ხოლო ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობას ,,იგი”, ცოტა არ იყოს, უადგილოდ იმოწმებთ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.