16-25 აპრილი, ცას ძლიერი მეტეორული ნაკადი გაანათებს – ლირიდები (შემოსვლის რადიენტით ქნარში), პიკით 22 აპრილს – 18 მეტეორამდე საათში. ცნობილია ჩვენს წელთ აღრიცხავმდე 687 წლიდან. მეტეორების დიდი რიცხვი დაიმზირებოდა 1982 წელს — 90 შემოჭრა საათში. ეს ნაკადი, კომეტა C /1861 G1 (ტეტჩერი)-ს უკავშირდება, რომელიც 415 წლიანი პერიოდით ბრუნავს მზის გარშემო და ორბიტაზე თავის ფრაგმენტებს ტოვებს.
ამ ნაკადის დაკვირვებისთვის საუკეთესო დროა შუაღამიდან, მზის ამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე. იმისათვის, რომ მეტეორულ წვიმას დავაკვირდეთ, არ არის საჭირო არანაირი მოწყობილობა, ისინი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, მთავარია ცა იყოს მოწმენდილი და სანახაობას სავსე მთვარე (ამ შემთხვევაში იქნება ნახევარმთვარე) და ღრუბლები არ გადაეფაროს წინ. გადაღებისთვის გამოსადეგია ირმის ნახტომის გადაღების მეთოდი (სხვა “წვიმები“, პერსეიდები).