კომპანია “სფეის იქსი” (SpaceX)-ის მიერ რაკეტა მატარებელ “ფალკონ ჰევის” საშუალებით კოსმოსში გაგზავნილი ავტომობილი, ადამიანებმა და რობოტებმა ააწყვეს. ელექტრომობილის – “ტესლა როუდსთერი” (Tesla Rodster), არჩევა ნამდვილად უცნაური იყო, თუმცა გაცილებით მეტი ყურადღება მიიქცია, ვიდრე ბეტონის ბლოკებმა. საჭესთან, კოსმოსურ სკაფანდრში გამოწყობილი მანეკენი ზის, სახელად “სთარ მენი” (Star man). ეს კადრი ამოღებულია ვიდეო ჩანაწერიდან, რომელიც მანქანაზე დაყენებული სამი კამერიდან ერთ-ერთმა გადაიღო. დენის წყაროს წარმოადგენდა ავტომობილის აკუმულატორი, რომელიც უკვე განიმუხტა. ელექტრომობილმაც მალევე დატოვა დედამიწის ორბიტა. ის მზის გარშემო იმოძრავებს, დედამიწასა და ასტეროიდულ სარტყელს შორის, უსასრულოდ დიდი ხნით, რამდენიმე მილიარდი წელი, სანამ ჩვენი მნათობი წითელ გიგანტად გადაიქცევა. ელექტრომობილის ნარჩენები თუ ოდესმე აღმოაჩინეს, ეს იმ ტექნოლოგიის მოწმობა იქნება, რომელიც დედამიწაზე XX-XXI საუკუნეებში არსებობდა (Falcon Heavy – წარმატებული სტარტი!!!; ილონ მასკი: მზის სისტემის კოლონიზაცია გადაშენებისგან დაგვიცავს; „ვოიაჯერის“ ოქროს ჩანაწერი…).
ავტომობილი ორბიტაზე
Posted by