თუ თქვენ უფოლოგიისა და მენციერულ ფანტასტიკური სერიალის – ”საიდუმლო მასალები”, თაყვანისმცემელი მბრძანდებით, ეს ინფორმაცია ნამდვილოად გაგახარებთ. ა.შ.შ-ს თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტრურა, რომ პროგრამაში ”საავიაციო საფრთხეების იდენტიფიკაცია”(ATIP), რომლის მიზანი იყო ინფრომაციის შეგროვება სხვადასხვაგვარ ”ანომალურ აეროკოსმოსურ საფრთხეებზე”, არა მარტო მტრის დრონებისა და თვითმფრინავების მიმართ იყო გამხვილებული ინეტერესი, არამედ შესაძლო არამიწიერი წარმოშობის ობიექტების მიმართაც.
ამ პროგრამის ნამდვილად არსებობის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა 16 დეკემბერს განაცხადა. პროგრამის შექმნის ინიციატივა ა.შ.შ-ს სენატის ყოფილ წევრს, ჰარი რიდს ეკუთვნის(2007 წელი). მასზე 22 მილიონ დოლარზე მეტი იქნა დახარჯული, მხოლოდ 5 წელი იარსება და ფინანსირების არ ქონის გამო 2012 წელს დაიხურა. პრესმდივანმა რამდენიმე დოკუმენტი და ვიდეოჩანაწერიც კი წარმოადგინა, რომელბიც სამხედრო თვითმფრინავებიდან გადაიღეს. ამ ვიდეო ფილმებზე გაურკვეველი წარმოშობის ამოუცნობი მფრინავი ობიექტებია(ამო) აღბეჭდილი. რომელიმე ქვეყნის საიდუმლო იარაღია თუ არამიწიერი აპარატები, ძნელი სათქმელია.
პროექტ ”ცისფერი წიგნის” შესახებ ალბათ გსმენიათ, რომლის მსვლელობისას 1947-69 წლებში, ამერიკელი სამხედროები თვითმხილველთა(კონტაქტორების) მონათხობს სწავლობდნენ. 51-ე ზონაში ჩამოვარდნილი ამო-ს შესახებ ჩვენ ვერაფერს გავიგებთ, სამგიეროდ, რეალური კადრები შეგვიძლია ვიხილოთ, ეგზომ უჩვეულოდ მოძრავი ამო-ებით მათზე.
პირველი სამი გასაჯაროებული ვიდეოს კოდური სახელია GIMBAL. ავიაგამანადგურებლის(F/A-18 Super Hornet) ინფრაწითელი დიაპაზონის კამერით გადაღებულ კადრებზე, წაგრძელებული უფრთო ობიექტი ჩანს. პილოტებს ჯერ დრონი ეგონათ, სანამ ღერძის გარშემო უჩვეულო ბრუნვას დაიწყებდა. ობიექტები ერთზე მეტი იყო, ხოლო კადრში მოხვედრილი ერთ-ერთი მათგანი გარემო სივრცეზე აშკარად ცხელია, ადგილიდან ძალიან სწრაფად კრეფს სიჩქარეს და თან საწინააღმდეგოდ მქროლი ძლიერი ქარის საწინააღმდეგოდ მიფრინავს.
მეროე ვიდეორგოლი, სახელად FLIR1, 2004 წელს იგივე მოდელის თვითმფირნავიდან გადაიღეს, სანდიეგოს სანაპიროსთან ახლოს. ის ძალიან სწრაფად იცვლიდა სიმაღლეს 6-დან 24 კილომეტრამდე, ადგილზე ჩერდებოდა, რადარებიდან ქრებოდა და ისევ ჩნდებოდა. დაახლოებით 12 მეტრის ზომის ამო, წყლის ზედაპირიდან 15 მეტრის სიმაღლეზე მიფირნავდა, რაც წყლის დუღილისმაგვარ მოძრაობას იწვევდა. პილოტების თქმით, ობიექტს არც ფრთები ჰქონდა და არც ძრავის საქშენები ან ხრახნები.
ყალბია თუ არა კადრები( 🙂 ) ამაზე გაუთავებლად შეგვიძლია ვიკამათოთ, არც კოსმოსური გადამთიელების მიამრთ კაცობრიობის ინტერესი ნელდება. მსოფლიოს ათასობით უფოლოგსა და ენთუზიასტს სჯერა, რომ ერთხელაც დადგება დღე, როცა არამიწიერ ცივილიზაციებთან დავამყარებთ კონტაქტს(ამას რად უნდა უფოლოგობა?! 🙂 ). რა იქნება მერე? ბლოკბასტერ ”დამოუკიდებლობის დღის” მსგავსად განვითარდება მოვლენები თუ კეთილ უცხოპლანეტელებთან გვექნება საქმე, დრო გვიჩვენებს(ანომალური მოვლენები).