ვან ალენის სარტყლების ერთ-ერთი გამოცანა სტუდენტების მიერ შექმნილმა თანამგზავრმა ამოხსნა

 ვან ალენის სარტყელს დამუხტულ ნაწილაკთა ნაკადი ქმნის. ეს არის დედამიწის მაგნიტური ველის მიერ გამოჭერილი პროტონებისა და ელექტრონების ნაკადები, 500-დან 40 000-მდე კილომეტრის სიმაღლეზე პლანეტის ზედაპირიდან. ეს სრტყლები კოსმოსური ამინდის დამღუპველი ზემოქმედებისგან გვიცავს. დადებითად დამუხტული ნაწილაკების წყარო, ატმოსფეროში შემოჭრილი კოსმოსური სხივებია, ხოლო უარყოფითი მუხტის მქონე ნაწილაკების წყაროც თუ იგივე მოვლენა იქნებოდა, მეცნიერთათვის უცნობი რჩებოდა.

ეს ფარი ”მკვლელი” ელექტრონებისგან გვიცავს.

 თანამგზავრი, რომლითაც ვან ალენის სარტყლების გამოცანის ამოხსნა მოხერხდა, კოლორადოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს, Colorado Student Space Weather Experiment(კოლორადოელი სტუდენტების კოსმოსური ამინდის ექსპერიმენტი)-ის პროგრამის ჩარჩოებში. 4,5 კილოგრამიანი თანამგზავრის ბორტზე პროტონებისა და ელექტრონების დეტექტორია მოთავსებული, რომელიც მასში გამავალი დამუხტული ნაწილაკების სიმკვრივეს ზომავს.

 ატმოსფეროს ზედა ფენებში შემოჭრილი კოსმოსური სხივები ნეიტრალურ ატომებს ეჯახება, რომლებიც ნეიტრონებს კარგავენ(CRAND). რადიოაქტიური ბეტა-დაშლის(რა არის ბეტა დაშლა?) გზით ეს ნეიტრონები, პროტონებად და დაბალი ენერგიის მქონე ელექტრონებად იშლება. მეცნიერები დარწმუნებულნი არ იყვნენ, რომ ალენის სარტყლების შემავსებელი ელექტრონების წყარო სწორედ ეს ბეტა-დაშლა იყო(ულტრამაღალი ენერგიის კოსმოსური სხივების წყარო).

 სტუდენტების თანამგზავრის მიერ შეგროვებული მონაცემები აჩვენებს, რომ ვან-ალენის სარტყლების ელექტრონები სწორედ CRAND პროცესით ჩნდება. მათი პირდაპირი აღმოჩენა სატყლის შიგნით კი ისტორიაში პირველად მოხდა.

 მიღებული მონაცემების განსხვავებული ინტერპრეტაციაც არსებობს – რაიმე სისტემური შეცდომა ან გაზომვათა ცთომილებით მიღებული მცდარი შედეგი. მიუხედავად ამისა, ხსენებული მონაცემები საკმარისად ზუსტად მიუთითებს CRAND პროცესისკენ, რომ ის ვან ალენის სარტყლების ელექტრონთა წყაროა.

 ”ეს შემთხვევა იმის მტკიცებულებაც არის, რომ არც თუ ისე ძვირი ექსპერიმენტებითაც შეიძლება ფასეული მენციერული მონაცემების მიღება. შეგროვებული ინფორმაციის რთული და შრომატევადი დამუშავებით აღმოჩენების გაკეთება შეიძლება, რომლებიც სხვა, რთულ და ძვირადღირებულ ექსპერიმენეტბში ვერ შეამჩნიეს” – ამბობენ კვლევის ავტორები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.