შავი ხვრელების სუსტი მაგნიტიზმი

 შავი ხვრელის უძლიერეს გრავიტაციას ვარსკვლავების დაშლა, მატერიის შთანთქმა და ლამის სინათლის სიჩქარემდე აჩქარებულ ნაწილაკთა ნაკადების(ე.წ. ჯეტი) გამოფრქვევა შუძლია. ითვლებოდა, რომ გრავიტაციასთან ერთად, ხვრელს ასევე უძლიერესი მაგნიტური ველი უნდა ჰქონოდა, რომელიც ახლო სივრცეში მიმვალ პოროცესებზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ფლორიდის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ შავი ხვრელის მაგიტური ველი იმაზე გაცილებით სუსუტია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

 მენციერებმა პატარა შავი ხვრელი შეისწავლეს – V404 Cygni(გედის V404), რომლის დიამეტრი 65 კილომეტრია(მოვლენათა ჰორიზონტის…) და 12,5 მზის მასა აქვს, ხოლო დედამიწას 8 000 სინათლის წლით არის დაშორებული.

 ნაწილაკთა ჭავლების მფრქვევი პატარა შავი ხვრელები საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. მათ გააქტიურებას სპონტანური ხასიათი აქვს და მცირე ხნით გრძელდება. V404 Cygni-ს 2015 წლის ანთება, რომელიც კიბოსმაგვარი ნისლეულის რენტგენის წყაროზე 50-ჯერ ელვარე იყო(მოულოდნელი ანთება კიბოს ნისლეულში და პულსარი გემინგა), მხოლოდ რამდენიმე კვირა გრძელდებოდა, წინა ასეთი მოვლენა კი 1989 წელს იქნა რეგისტრირებული. ხსენებული წლის 21 მაისს, იაპონურმა თანამგზავრმა(Ginga) რენტგენის გამოსხივების ახალი წყარო აღმოაჩინა. 27 მაისს კი ის, მდებარეობის გამო, ოპტიკურად ხილვად ვარსკვლავთან, გედის V404-თან იქნა დაკავშირებული(V – ცვალებადი ვარსკვლავი). ეს არის ორმაგი სისტემა ვარსკვლავი-შავი ხვრელი, მასათა ცენტრის გარშემო ბრუნვის 6,5 დღიანი პერიოდით, ანუ ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან.

https://youtu.be/5dxOdUUFr-Y

V404 Cygni-ის ნათება ოპტიკურ დიაპაზონში.

GTC-ს მრავალსეგმენტიანი სარკე(ესპანეთი).

 შავი ხვრელის მაგნიტური ველის გაზომვა მენციერებმა იმ მონაცემებზე დაყრდობით მოახერხეს, რომლებიც 2015 წელს, ამ ობიექტის იშვიათი გააქტიურების დროს იქნა დაგროვებული. დაკვირევბა ხდებოდა 10, 4 მეტრის ზომის სარკის მქონე “კანარის დიდი ტელესკოპით(GTC), რომელზეც ინფრაწითელი დიაპაზონის კამერა – CIRCE(კანარის ინფრაწითელი კამერის ექსპერიმენტი), არის დაყენებული. ობიექტის მაგნიტური ველის ინტენსივობა ნავარაუდევზე 400-ჯერ ნაკლები აღმოჩნდა(რაც შავი ხვრელების შესახებ უნდა ვიცოდეთ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.