ობსერვატორიებმა Advanced LIGO(გრავიტაციული ტალღების ობსერვატორია ლაზერული ინტერფერომეტრიით) და Virgo, ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმით გაჩენილი გრავიტაციული ტალღები(დრო-სივრცის შეშფოთებები) დააფიქსირა. ამ მოვლენაზე დაკვირვება ელექტრომაგნიტურ დიაპაზონშიც მოხერხდა, ზედაპირული და კოსმოსური ტელესკოპებით(სულ 70)(Physical Review Letters).
სიგნალი GW170817, რეგისტრიერებული იქნა 2017 წლის 17 აგვისტოს(მეოთხე ტალღა…). შეშფოთების გამომწვევი იყო ნეიტრონული ვარსკვლავების წყვილი, თითოეული 1,1 და 1,6 მზის მასით, დედამიწიდან 130 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკაში(ჰიდრა). ამ ორი ობიექტის შერწყმით ე.წ. კილონოვა(“მიკროახალი”) გაჩნდა, მოკლე გამა-ანთების თანხლებით, რაც თეორიულადაც იყო ნავარაუდევი.
ტიპიური ნეიტრონული ვარსკვლავის მასა მზისაზე ცოტა მეტია, ხოლო დიამეტრი სულ რაღაც 10-20 კილომეტრი. მისი ბირთვი მთლიანად ნეიტრონებისგან შედგება, ხოლო თხელი გარე ზედაპირი – ატომის ბირთვებისა და ელექტრონებისგან. ვარსკვლავის კიდევ მეტად შეკუმშვასა და შავ ხვრელად გადაქცევას, ბირთვული ძალები ეწინააღმდეგება. სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, მას იდეალური სფერულად-სიმეტრიული ფორმა აქვს.
გრავიტაციული ტალღების დაფიქსირების წინა სამი შემთხვევა, შავი ხვრელების შერწყმას უკავშირდებოდა. 2015 წლის 14 სექტემბრიდან, 2017 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით, LIGO და Virgo-მ ოთხი ასეთი სიგნალი დააფიქსირა. რენტგენის, ულტრაიისფერ, ოპტიკურ, ინფრაწითელსა და რადიოდიაპაზონში არაფერი დაიმზირებოდა.
გრავიტაციული ტალღების არსებობას ფარდობითობის ზოგადი თეორია წინასწარმეტყველებდა. დრო-სივრცის შეშფოთებათა აღმოჩენა, დაკავშირებული ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმასთან ამ პროცესის პირდაპირი დამზერის საშუალებას იძლევა(თუ LIGO ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმასაც დაარეგისტრირებს…; გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე).