მეოთხე ტალღა…

 სადღაც იქ, ადგილზე, რომელიც ვარსკვლავური ცის რუკაზე ყვითელი ოვალით არის მონიშნული, დაახლოებით 500 მეგაპარქსეკის მანძილზე გრანდიოზული კოსმოსური კატასტროფა მოხდა – ორი 30 მზის მასის შავი ხვრელების შერწყმა და ერთ დიდ ხვრელად გადაქცევა. სხვა დიაპაზონებში არაფერი გამოჩნდა(”ფერმი” გრავიტაციული ტალღების წყაროს ეძებს), თუმცა მოვლენამ მისი შემომფაგლავი სივრცე შეაზანზარა. წამზე მცირე დროში თითქმის სამი მზის მასა ენერგიად გადაიქცა და კოსმოსში გრავიტაციული ტალღის სახით გავრცელდა.

 2 მილიარდამდე წლის განმავლობაში კარგად დასუსტებულმა, თუმცა დამახასიათებელი სიხშირულ-ამპლიტუდური პროფილის შენარჩუნებით, ტალღამ დედამიწამდე მოაღწია.

 Virgo-ს მგრძნობელობა შესამჩნევად დაბალია, ვიდრე LIGO-ს დეტექტორებისა, თუმცა მის ჩართვასა და ერთბაშად სამი დეტექტორის ერთობლივ მუშაობას ფიზიკოსები მოუთმენლად ელოდნენ. საქმე იმაშია, რომ ორი დეტექტორით გრავიტაციული ტალღის წყაროს მდებარეობის დადგენა თითქმის შეუძლებელია. ფოტოზე ნაჩვენები ცისფრად შემოსაზღვრული სივრცე, მხოლოდ LIGO-ს ორი დეტექტორის მიერ არის ლოკალიზებული, ტალღის მოსვლის ადგილის მიმართ. მესამეს დამატებით კი, თუნდაც შედარებით ცუდი მგრძნობელობით, წყაროს ლოკალიზება კარდინალურად გაუმჯობესდა: ცის ”საეჭვო ნაწილის” საზღვრების ზომა 1160 კვადრატული გრადუსიდან, 60 კვადრატულ გრადუსამდე შემცირდა. ტრიანგულაციის უძველესი მეთოდი, როცა მიმართულება დროის დაყოვნებისა და ტალღის გავრცელების სიჩქარის ცოდნის მიხედვით გამოითვლება, ახლა მართლაც რომ კოსმოსურ მასშტაბებზე იქნა გამოყენებული. ამ სამეულმა გრავიტაციული ტალღის პოლარიზაციის მაჩვენებელიც ”შეიგრძნო”, რითაც ფარდობითობის ზოგადი თეორიის კიდევ ერთი გადამოწმება მოხდა, რომელიც მხოლოდ ორ ტენზორულ პოლარიზაციას წინასწარმეტყველებდა, სხვა, გრავიატციის ეგზოტიურ თეორიებთან განსხვავებით.

 კაცობრიობა უკვე, სამყაროს კიდევ ერთ ხმოვანებაზე მოსმენას იწყებს. გრავიუტაციულ-ტალღური ობსერვატორიების მგრძნობელობა კიდევ უფრო გაიზრდება, და სამყაროს კიდევ უფრო დიდ მოცულობას მოიცავს. წლების მერე, როცა დეტექტირების რაოდენობა მოიმატებს და მასთან ერთად ოპტიკური სიგნალიც იქნება აღმოჩენილი(ან ნეიტრინული), სწორედ მაშინ დაიწყება ნამდვილი გრავიტაციულ-ტალღური ასტრონომია(Advanced LIGO გრავიტაციულ ტალღებზე ნადირობას აგრძელებს; თუ LIGO ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმასაც დაარეგისტრირებს…; გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.