2017 წლის 21 აგვისტოს, მზის სრული დაბნელების ხანგრძლივობა 3 წუთზე მცირე იყო. ნასას მეცნიერები კი ამ მოვლენას 7 წუთი უმზერდნენ – 15 კილომეტრის სიმაღლეზე ასული მოდიფიცირებული ბომბდამშენი, მზეს გაეკიდება.
ის რამდენიმე წუთი, როცა მზის დისკოს დიდ ნაწილს მთვარე გადაფარავს, ამ თვითმფრინავების წინა ნაწილზე დაყენებული ტელსკოპები, მზის გვრიგვინის ყველაზე მკაფიო და დეტალურ ფოტოებს გადაიღებს, მოხდება მერკურის ზედაპირის ტემპერატურის გაზომვაც.
ნახევარი საუკუნის წინანდელი ბომბდამშენი WB-57F Canberra, ხო ში მინის ბილიკს ბომბავდა, ავღანეთში კი მფრინავი რადიოსადგურის მოვალეობას ასრულებდა. ახლა, ბომბების ნაცვლად მათ ბორტზე მხოლოდ ნასას აპარატურა იყო დამონტაჟებული.
მზის გვირგვინის ტემპერატურა, ზედაპირის (ფოტოსფერო) ტემპერატურაზე გაცილებით მაღალია. გვირგვინი მილიონ გრადუსამდეა გავარვარებული, ფოტოსფერო კი მხოლოდ რამდენიმე ათას გრადუსამდე. ამის მიზეზი ახლაც ბოლომდე გაურკვეველი რჩება.
ნანოანთებები, რომლებსაც ეს ფენომენი მიეწერა, მზის ელვარე ნათებაში იკარგება. ამ ამოცანსთან გამკლავებას აქამდე მხოლოდ IRIS ახერხებდა. ბომბდამშენები დამზერის დროს გაზრდის და ალბათ, გვირგვინის გაცხელების პრობლემად წოდებული გამოცანის ამოხსნა ახლა მაინც მოხერხდება (მზის გვირგვინისა და სპიკულების გამოცანა ამოხსნილია; მზის ცეცხლოვანი დაბნელება).