ეს თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი 11 პულსაციით პულსირებს.
ნახევარი მზის მასის მქონე ვარსკვლავის – PG 0112+104, ზედაპირის ტემპერატურა 30 ათასი კელვინია(29727 0 C).
პულსაციების შესწავლა, სახელგანთქმული ”კეპლერის” საშაულებით ჩატარდა, რომელიც PG 0112+104-ს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდა, დამზერის ჩარჩოებში – Campaign 8, გაფართოებული მისიისა K2. ხანგრძლივი დაკვირვებების ხარჯზე, 11 დამოუკიდებელი პულსაცია იქნა იდენტიფიცირებული. ეს პულსაციები ვარსკვლავის ბრუნვის, მისი წიაღის სხვადახვა სიღრმეებზე წარმოქმნილი, ორიდან ოთხამდე პოლუსებიანი მაგნიტური დიპოლების მქონე არეების გადაადგილებების შედეგად ჩნდება.
ზოგიერთი პულსაციის მიერ გამოწვეული რხევების ამპლიტუდა იმდენად მცირეა, რომ მათ დასანახავდ დედამიწის ზედაპირზე არსებულ ტელესკოპებს მგრძნობელობა არ ჰყოფნის.
პულსაციათა სახეობების გარდა, ასტრონომებმა დაადგინეს, რომ PG 0112+104-ის ელვრების ცვლილებას პერიოდული ხასიათი აქვს და ვარსკვლავის ზედა ფენის ბრუნვის პერიოდზეა დამოკიდებული(10,7 სთ.).
მეცნიერთა თქმით, ვარსკვლავის ბრუნვის დინამიკის შესწავლა, მნათობთა ფორმირების პროცესების, არსებობისა და განვითარების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება, რადგან კონვექცია, დიფუზია და რთული მაგნიტური ველების ფორმირების პროცესები სწორედ ბრუნვასთან დამოკიდებულებაში მიმდინარეობს. PG 0112+104-ის შემდგომი კვლევა სერიოზულად წაგვწევს წინ, რადგან მის წიაღში ჩვენს მიერ დამზერადი ყველაზე უფრო რთული პროცესები მიმდინარეობს(თეთრი ჯუჯები; ვარსკვლავი ვრცლად).