”ბიგლი 2” მოძებნეს

 პირველი აპარატი, რომელიც ევროპის კოსმოსური კვლევების სააგენტომ მარსისკენ გააგზავნა, იყო ”ბიგლი 2”( Beagle 2), რომელიც 2003 წელს, მარსის ატმოსფეროში შესვლის მერე აღარავის უნახავს(ბიგლი ერქვა ჩარლზ დარვინის გემს).

 ”სკიაპარელისგან” განსხვავებით, რომელიც დაშვებიდან რამდენიმე დღის მერევე აღმოაჩინეს, ”ბიგლი 2”-ის შესახებ 2015 წლამდე არაფერი იყო ცნობილი, სანამ მარსის ორბიტალურმა მზვერავმა(MRO), რაღაც უჩვეულოდ ბრჭყვიალა ობიექტი არ დაინახა. როგორც გაირკვა, აპარატმა არა მარტო დაჯდომა მოახერხა, არამედ მზის ბატარეების 4 პანელიდან, 3-იც კი გაშალა.

 ყველასათვის ხელმისაწვდომი ვიზუალური რედაქტორების გამოყენებით, მკვლევარებმა ამ აპარატის ფოტოს მოდელირება მოახდინეს, დაჯდომის სხვადასხვა კონფიგურაციითა და სინათლის დაცემის განსხვავებული კუთხეებით. მიღებული კოლაჟების შედარებით ნამდვილ ფოტოსთან, რომელიც MRO-მ გადაიღო, მეცნიერებმა, ”ბიგლი 2”-ის შესაძლო ადგილსამყოფელი დაადგინეს.

beagle-2_2

 თუ ეს მონაცემები სწორია, მაშინ გასაგები ხდება, რატომ ვერ მოახერხა მან დედამიწასთან კავშირის დამყარება – ამისათვის ოთხივე პანელი იყო საჭირო. ევროპის კოსმოსური სააგენტო აპირებს უარი თქვას მარსმავლის გაგზავნაზე(2021 წ; სად დაჯდება “პასტერი”?), სანამ ზუსტად არ გაირკვევა, რა დაემართა ”ბიგლი 2”-სა და ”სკიაპარელის”, რათა კატასტროფა არ განმეორდეს(”ეგზომარსი – 2016” – სტარტი – 14 მარტი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.