სამყაროს აღსასრულის ყველაზე უფრო წარმოუდგენელი ვარიანტი, ყალბი ვაკუუმის დაშლით განადგურებაა. ასეთი მომავლით, კაცობრიობა არა ერთხელ შეუშინებიათ, კერძოდ, ფილოსოფოს ნიკ ბისთრომს, ავტორს ნამუშევრისა – ”ვცხოვრობთ თუ არა კომპიუტერულ სიმულაციაში?”(ვირტუალური სამყარო – ახალი რელიგია?).
ველის კვანტური თეორიის მიხედვით, ვაკუუმი, სისტემის ყველაზე უფრო დაბალი ენერგეტიკული მდგომარეობაა. სამყაროში ყველაფერი ამ ნულად მიჩნეულ მაჩვენებლს ზემოთ ხდება. ამასთან ერთად, გამორიცხული არ არის, რომ სამყარო ან მისი დამზერადი ნაწილი, მეტასტაბილურ, იგივე – ყალბი ვაკუუმის მდგომარეობაშია. ანუ, არსებობს კიდევ უფრო ხელსაყრელი ენერგეტიკული მდგომარეობა, რომელშიც სამყარო შეიძლება გადავიდეს – ჭეშმარიტი ვაკუუმი(ვაკუუმი: ორიგინალური და ყალბი).
დღევანდელი დღისთვის, შემუშავებულია მათემატიკური აპარატი, რომელიც მეტასტაბილურიდან, მეორე, მდგრად მდგომარეობაში სისტემის ტუნელირების ალბათობას აფასებს. ის, სტატისტიკურ ფიზიკასა და ველის კვანტურ თეორიას ეფუძნება, ე.წ. კოსმოსური ბუშტულების ფორმალიზმის ფუნდამენტს.
ასეთი მიდგომით, დამზერადი სამყარო ყალბ ვაკუუმში არსებობს. ამ მდგომარეობას მეტასტაბილური ხასიათი უნდა ჰქონდეს – მთელი სამყარო ან მისი ის ნაწილი, რომელსაც ადამიანი ხედავს, კოსმოლოგიური მასშტაბების ტოლფასი დროის მონაკვეთში იარსებებს, თუმცა არა მუდმივად. ყალბი ვაკუუმის ბუშტულას შიგნით, ჭეშამრიტი ვაკუუმის ბუშტულა შეიძლება გაჩნდეს. სამყაროს ევოლუცია ამ შემთხვევაში, თავდაპირველი მეტასატაბილური მდგომარეობის დაშლის ხარჯზე მოხდება.
ბუშტულა, ბუშტულის შიგნით, ფარდობითობის სპეციალურ თეორიასთან შეაბამისობით ფართოვდება, სინათლის სხივის სიჩქარეს არ აჭარბებს და პირვეყოფილი სამყაროს მატერიას ანადგურებს. სწორედ ამიტომ საუბრობენ დამზერადი სამყაროს შესაძლო დაღუპვაზე. თუმცა, ყალბი ვაკუუმის დაშლის რაოდენობრივ ანალიზს დიდი განუსაზღვრელობა სდევს თან.
აუცილებელია ახალი კოსმოლოგიური ფაზის ბუშტულას გაჩენის ალბათობა დადგინდეს. ორი ძირითადი მიდგომა არსებობს, ამოცანის მაქსიმალურად გამარტივებისთვის – თხელი და სქელი კედლების მიახლოებითი მაჩვენებლები. ბაზური ობიექტის როლში, სტანდარტული მოდელის ჰიგსის პოტენციალი(გინზბურგ-ლანდაუს) გამოდის, რომელიც ელემნტარული ნაწილაკების ფიზიკის თანამედროვე კონცეფციას წარმოადგენს. მასში ჰიგსის ველი გვაქვს, რომელიც ინერტულ მასას სძენს ნაწილაკებს(შეკითხვები ჰიგსის ბოზონთან დაკავშირებით).
ყალბი ვაკუუმის ბუშტულაში, ჭეშმარიტი ვაკუუმის ბუშტულას გაჩენა, პირველი ტიპის გადასვლას შეესაბამება, როცა სისტემა ნახტომისებურ ფაზურ ცვლილებას განიცდის, არა მუდმივ გადასვლას, როგორც მეორე ტიპის გადასვლისას.
ორივე შემთხვევაში, პოტენციური ბარიერის სიმაღლეა მთავარი, რომელიც ყალბსა და ჭეშმარიტ ვაკუუმს ყოფს. თხელი კედლის მიალხიოებითი მნიშვნელობა მაშინ იმუშავებს, როცა ყალბ და ჭეშამრიტ მინიმუმებს შორის პოტენციალის განსხვავება, მათ შორის არსებულ ბარიერზე გაცილებით ნაკლებია.
თუ კედლების სისქე ბუშტულას რადიუსზე ბევრად ნაკლებია, მაშინ მისი გაჩენის ალბათობაში მთავარი წვლილი ზედაპირულ ენერგიას შეაქვს და არა მოცულობითს. ალბათობის განსაზღვრა ამ დროს, ექსპონენტის მაჩვენებლის გამოთვლაზე დადის. სქელი კედლის მიახლოებითი მნიშვნელობა გაცილებით ნაკლებად გამოიყენება: ასეთ შემთხვევაში, ახალი ფაზის ბუშტულათა გაჩენის ალბათობა, ექსპონენციალურად ჩახშობილი აღმოჩნდება – ყალბი და ჭეშმარიტი ვაკუუმი ერთმანეთისგან განსხვავებული არ იქნება.
ტუნელირების ალბათობა, ჰიგსის ველში კვანტური შესწორებების შეტანაზეა დამოკიდებული, კერძოდ, მასიური ნაწილაკების წილზე. ყველაზე უფრო მძიმე ელემენტარულ ნაწილაკდ ითვლება ტოპ-კვარკი(ტოპ-კვარკი განკითხვის დღეს მოგვიწყობს?!), რომლის მასა 173 გიგაელექტრონვოლტს აჭარბებს(რა არის ელექტრონვოლტი?). ამიტომ არის მნიშვნელოვანი კოსმოლოგიური მოდელებისთვის ახალი მძიმე ნაწილაკების აღმოჩენა, რადგან ეს, დამზერადი სამყაროს სტაბილურობის პროგნოზებზე იქონიებს ზეგავლენას.
ვაკუუმის დაშლაში განსაკუთრებული როლი გრავიტაციას ენიჭება – დრო-სივრცის სიმრუდეს(გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე). კერძოდ, მიკროსკოპული შავი ხვრელები(კოლაიდერში შავი ხვრელები ისევ არ გამოჩენილა), რომლებიც მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკების შეჯახებებით შეიძლება გაჩნდეს, მათ ახლო გარემოში ჭეშმარიტი ვაკუუმის ბუშტულათა გაჩენის ალბათობას ასეულობითჯერ ამაღლებს. კოსმოლოგიური ბუშტულების დინამიკა კიდევ უფრო რთულია, თუ პირველყოფილ სამყაროს შიგნით, რამდენიმე ბუშტულა ფორმირდება – გაფართოებითა და ერთმანეთთან მათი შეჯახებით, ახალი სამყარო ჩნდება, ჭეშმარიტი ვაკუუმით მასში.
სამყაროს დღევანდელი მდგომარეობა ცნობილია. ეს თუ ჭეშმარიტი ვაკუუმია, მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ. თუ ყალბია, ალბათ, ამ შემხთვევაშიც, რადგან დამზერადი სამყაროს ზომა საკმარისად დიდია, იმისათვის, რომ სინათლის სიჩქარით გაფართოებადმა ბუშტულამ მთელი სამყარო შეავსოს. არსებობს გამონაკლისიც – თუ ეს უჩვეულო ფაზური გადასვლა ჩვენთან ახლოს გაჩნდა, რაც დედამიწის მომენტალურ გაქრობას გამოიწვევს.