კოსმოლოგიის სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა(Physical Review Letters), რომ ჩვენი სამყარო იზოტროპულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყველა მიმართულებით ერთგვაროვანია, არც ცენტრალური ღერძი გააჩნია, რომლის გარშემოც იბრუნებდა და არც რაიმე სხვებისგან გამორჩეული მიმართულებები. დანიელა საადემ და ენდრიუ პონცენმა, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯიდან, სამყაროს იზოტროპულობის ყველაზე უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებები წარმოადგინეს.
იზოტროპიიდან, დამკვირვებლის მზერის მიმართულებაზე დამოუკიდებლობიდან, ლოგიკური დასკვნა გამომდინარეობს, რომ სამყარო ერთგვაროვანია, მასში არანაირი რაიმე განსაკუთრებული წერტილი(წერტილები) არ არსებობს. სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, სამყაროსეული მატერია ჩვენთვის, ყველა მიმართულებით ერთნაირად იქნება განაწილებული, თუ, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ მასშტაბებს ვაკვირდებით.
სამყაროს ყველა წერტილებისა და მიმართულებების თანასწორობის შესახებ წარმოდგენაზეა(კოსმოლოგიური პრინციპი) დაფუძნებული თეორია გაფართოებადი სამყაროს შესახებ, რომლის ჩარჩოებში დღეს, მსოფლიოს ყველა წამყვანი მეცნიერი მუშაობს. კოსმოლოგიური პრინციპი, მხოლოდ ძალიან დიდ მასშტაბებზე რეალიზდება. მატერიის განაწილება იმისთვისაა არაერთგვაროვანი, ვინც ვარსკვლავებს, გალაქტიკებს, გალქტიკურ დაჯგუფებებსა(მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურები) და მათ შორის არსებულ უზამაზარ სიცარეელეებს(ვოიდი) ადარებს. უფრო დიდ მასშტაბებზე, სამყარო ერთგვაროვანი და იზოტროპულია. ამ პრინციპის დარღვევას ყველაზე უფრო მსხვილმასშტაბიანი დამზერადი სტრუქტურებიც კი ვერ ახდენს, როგორიცაა ე.წ. გალაქტიკური ძაფები(ფილამენტები) და მათ მიერ წარმოქნილი ასეულობით მილიონი სინათლის წლის ზომის „დიდი კედლები“(10 უდიდესი ობიექტი სამყაროში).
ამ მოსაზრებების დასამტკიცებლად ან უარსაყოფად, მეცნიერები, ჩვეულებრივ, რელიქტურ გამოსხივებას იკვლევენ, კოსმოსში გაჩენილ ყველაზე უფრო ძველ გამოსიხვებას(მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ). რელიქტური გამოსხივება, დიდი აფეთქების თანავე გაჩნდა და უკვე 13,8 მილარდი წელია სამყაროს განჭოლავს.
ზოგჯერ, ექსპერიმენტით მიღებული მონაცემები, ასტროფიზოკოსებს აიძულებთ კოსმოსლოგიური პრინციპი გადაამოწმონ. 2006 წელს, კოსმოსურმა აპარატმა – უილკინსონის მიკროგამოსხივების ანიზოტროპიის მკვლეავრი(WMAP, NASA), რელიქტური გამოსხივების ტემპერატურული რუკა შეადგინა, რამაც მეცნიერთა საზოგადოების შეაშფოთება გამოიწვია. WMAP-ით მიღებულ გამოსახულებაზე, ე.წ „ბოროტების ღერძი“ დაიმზირებოდა, რაც სამყაროს არაერთგვაროვნებას უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით, გაირკვა, რომ „ბოროტების ღერძი“ სტატისტიკური შეცდომების შედეგად იყო გაჩენილი.
ზემოთ ხსენებულმა ორმა მეცნიერმა, უფრო გაუმჯობესებული კოსმოსური აპარატის – „პლანკი“(ESA), მიერ 2009-13 წლების განმავლობაში დაგროვებული მონაცემები გამოიყენეს. რელიქტური გამოსხივების ეს რუკა, დღევანდელი დღისთვის არსებულთა შორის საუკეთესოა. ტემპერატურის განაწილებაში არაერთგვაროვნებების ძებნის ნაცვლად, მეცნიერები შემდეგნაირად მოიქცნენ: გამოყოფილი მიმართულებების ყველა შესაძლო ვარიანტების სია შეადგინეს და მათი შესაძლო არსებობა მონაცემთა ბაზის სისტემატიური შემოწმებით გამორიცხეს. ასეთი ანალიზი შემდეგი დასკვინის გაკეთების საშუალებას იძლევა: იმის შანსი, რომ კოსმოსში რაიმე განსხვავბეული მიმართულება ან ბოროტების ღერძი არსებობს – 1: 121 000-ე მონაცემს ტოლდება. კოსმოლოგთათვის, რომელთა გამოთვლები სამყაროს იზოტროპულობას ეფუძნება, საკმაოდ დამაიმედებელია(იზოტროპული სამყარო).