უძველსი ცივილიზაცია

 ინდოეთის არქეოლოგიური სამსახურისა და არქეოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ახალი მონაცემები მიიღეს, რომელთა მიხედვითაც, ინდური ცივილიზაცია დროში წინ უსწრებს ცივილიზაციებს ძველ ეგვიპტესა და მესოპოტამიაში(Scientific Reports).

 ინდოეთისა და პაკისტანის ტერიტოროებზე ნანახი კერამიკული ნაკეთობებისა და ცხოველთა ნარჩენების რადიონახშირბადული და ოპტიკური დათარიღების მეთოდებით დადგინდა, რომ ჰარაპთა ცივილიზაცია ჯერ კიდევ 8000 წლის წინათ არსებობდა, ანუ სავარაუდო დაარსებამდე 2500 წლით ადრე.

 აღმოჩენილი კერამიკისა და მეტალის ნაკეთობები იმაზე მიუთითებს, რომ მაშინდელ ხელოსნებს სპილენძთან, ბრინჯაოსთან, ტყვიასა და კალასთან მუშაობა შეეძლოთ, ასევე თიხის ჭურჭლის გამოწვა, წყლის მიწოდება და გატარება, ჰქონდათ კანალიზაციის სისტემა.

 გარდა ამისა, მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, რომ კლიმატური ცვლილებები, რომლებიც ინდური ცივილიზაციის დაცემის მიზეზად ითვლებოდა, მხოლოდ ირიბი ზემოქმედებით ახდენდა მის დაშლას. მშრალი კლიმატის დადგომამდე, ჰარაპები მსხვილმარცვლოვან კულტურებს აშენებდნენ, შემდეგ, გვალვიან კლიმატზე ადაპტირებაც მოახერხეს, დაიწყეს ფეტვისა და ბრინჯის მოყვანა. ამის გამო, დეურბანიზაციის პროცესი დაიწყო, ქალაქებში, სოფლელი მოსახლეობის წილი გაიზარდა, რამაც ქალაქური მოწყობა და მთლიანად ცივილიზაცია დაშალა.

 ითვლება, რომ ინდური ცივილიზაციის აყვავების პიკი ბრინჯაოს ხანას დაემთხვა. მდინარე ინდის ხეობაში მოსახლე ჰარაპების რაოდენობა 5 მილიონს აღწევდა. ამ ცივილიზაციის განადგურების ყველაზე უფრო შესაძლო მიზეზად(XVIII—XVII საუკუნე ჩვენს ერამდე), ჰარაპთა ტერიტორიებზე არიელების შემოჭრა ითვლება(ძველი ცივილიზაციები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.